საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი (ინგლ. International Geographical Union; ფრანგ. Union Géographique Internationale; IGU) — მსოფლიოს გეოგრაფთა საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანება. პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა 1871 წელს ქალაქ ანტვერპენში. თანამედროვე სახით ოფიციალურად დაარსდა 1922 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში.[1] ხელმძღვანელი ორგანოა — აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. ადრეული წლებიდანვე გეოგრაფთა სამეცნიერო გაერთიანებამ გამოიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელიც დღემდე არსებობს.

დღეს, ისევე როგორც XIX საუკუნის მიწურულს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სტრუქტურა შეიცავს 3 ძირითად კომპონენტს: გენერალური ასამბლეა, რომელიც გვევლინება კავშირის უმაღლეს ორგანოდ და შედგება დელეგატებისაგან. გენერალური ასამბლეის სხდომა იმართება კონგრესის მსვლელობისას. აღმსასრულებელი კომიტეტი შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. კომისიები და კვლევითი ჯგუფები მოქმედებენ მუდმივ საფუძველზე. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირმა თავისი არსებობის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა დაახლოებით 30-მდე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თავის მხრივ, იმართება 4 წელიწადში ერთხელ.[1]

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მიზანია გეოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული კვლევის შედეგების მოსმენა გეოგრაფიულ კონგრესებსა და რეგიონულ კონფერენციებზე და მათი პუბლიკაცია.[2]

ამჟამად საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი აერთიანებს გეოგრაფებს მსოფლიოს 87 ქვეყნიდან. კონგრესებს შორის მუშაობს 34 კომისია და 4 კვლევითი ჯგუფი, რომლებიც მოიცავენ გეოგრაფიის პრობლემების ფართო სპექტრს.[1]

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის საქმიანობის შედეგები რეგულარულად ქვეყნდება ბიულეტენებში, რომელიც გამოიცემა 2 ენაზე წელიწადში რამდენიმეჯერ და აგრეთვე საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ოფიციალურ საიტზე.[1]

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი 1972-1979 წლებში იყო ქართველი გეოგრაფი თეოფანე დავითაია.[3]

პრეზიდენტები

რედაქტირება
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტები
რცხ. წლები პრეზიდენტი ქვეყანა
1 19221924 პრინცი ბონაპარტი  
2 19241928 გენერალი ვაჩელი  
3 19281931 გენერალი ბურჟუა  
4 19311934 ისაია ბოუმანი  
5 19341938 ჩარლზ კლოუზი  
6 19381949 ემანუელ დე მარტონი  
7 19491952 ჯორჯ კრესი  
8 19521956 ლორენს დადლი სტამპი  
9 19561960 ჰანს ალმანი  
10 19601964 კარლ ტროლი  
11 19641968 შიბა ჩატერჯი  
12 19681972 სტანისლავ ლეშიცკი  
13 19721976 ჟან დრეში  
14 19761980 მაიკლ ჯონ უაიზი  
15 19801984 აკინ მაბოგუნჯე  
16 19841988 პიტერ სკოტი  
17 19881992 რონალდ ფუკსი  
18 19921996 ჰერმან ვერსტაპენი  
19 19962000 ბრუნო მესერლი  
20 20002004 ენ ბატიმერი  
21 20042006 ადალბერტო ვალეგა[4]  
22 20082012 რონალდ ფრენსის აბლერი  
23 20122016 ვლადიმერ კოლოსოვი  
24 2016 – დღემდე იუკიო ჰიმიიამა  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება