კანადის ბუნების მუზეუმი
კანადის ბუნების მუზეუმი (ინგლ. Canadian Museum of Nature, ფრანგ. Musée canadien de la nature, CMN) — ეროვნული ბუნების ისტორიის მუზეუმი, რომელიც კანადის ეროვნული დედაქალაქის რეგიონში მდებარეობს. მუზეუმის გამოფენები და საზოგადოებრივი პროგრამები მდებარეობს ვიქტორიის მემორიალურ შენობაში, 18 910 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ნაგებობაში, ოტავა, ონტარიო, კანადა. მუზეუმის ადმინისტრაციული ოფისები და სამეცნიერო ცენტრები განთავსებულია ბუნების მემკვიდრეობის კამპუსში, გატინო, კვებეკი, კანადა.
კანადის ბუნების მუზეუმი | |
---|---|
45.41266°00′00″ ჩ. გ. 75.68875°00′00″ დ. გ. / 45.41266° ჩ. გ. 75.68875° დ. გ. | |
დაარსდა | 1856 წელს |
ქვეყანა | კანადა |
მდებარეობა | ოტავა |
კლასიფიკაცია | ბუნების ისტორიის მუზეუმი |
ვიზიტორები | 461 797 (2018–2019)[1] |
პრეზიდენტი | მეგ ბეკელი[2] |
ოფიციალური საიტი | https://nature.ca/ |
მუზეუმის კოლექცია შეიცავს 14,6 მილიონზე მეტ ნიმუშს, რომლებიც ბუნების ისტორიას უკავშირდება. მუზეუმი ასევე მასპინძლობს და აწყობს არაერთ დროებით გამოფენას. კანადის ბუნების მუზეუმი მხარს უჭერს და მონაწილეობას იღებს ბუნების ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებში.
ისტორია
რედაქტირებაკანადის ბუნების მუზეუმი ჩამოყალიბდა კანადის გეოლოგიური კვლევების სამსახურის (GSC), კოლექციის საშუალებით 1842 წელს მონრეალში.[3] 1856 წელს კანადის პროვინციის საკანონმდებლო ასამბლეამ მიიღო კანონი, რომელიც კანადის გეოლოგიური კვლევების სამსახურს უფლებას აძლევდა ჩამოეყალიბებინა მუზეუმი გეოლოგიური და არქეოლოგიური კვლევებისას აღმოჩენილი ნივთების გამოსაფენად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მონრეალში დაარსდა მუზეუმი.[3] 1877 წელს მუზეუმის მანდატი ფორმალურად გაფართოვდა და მოიცავდა თანამედროვე ფაუნასა და ფლორის შემსწავლელ განყოფილებებს, ასევე დაემატა ადამიანური ისტორიის, ენებისა და ტრადიციების მიმდინარეობებიც.[3]
1881 წელს მუზეუმი მონრეალიდან ოტავის ცენტრში გადავიდა. 1896 წლისთვის მუზეუმისათვის ახალი შენობის აშენება დაიგეგმა.[3] ხალი შენობის წინასწარი გეგმები შედგენილი იყო 1899 წლისთვის, თუმცა მშენებლობა 1906 წლამდე არ დაწყებულა.[3] მუზეუმის ახალი შენობის, ვიქტორიას მემორიალის შენობის მშენებლობა 1910 წელს დასრულდა , 1912 წელს კი საზოგადოებისათვის გაიხსნა. 1927 წელს ნაღმების დეპარტამენტის მუზეუმის განყოფილებას კანადის ეროვნული მუზეუმი დაერქვა.[4] ამის შედეგად მუზეუმი კანადის გეოლოგიური კვლევების სამსახურს გამოეყო.[5]
T
გამოფენები
რედაქტირებამუზეუმის ვიქტორიის მემორიალურ ნაგებობაში განთავსებულია შვიდი მუდმივი გამოფენა.[6] მუდმივ გამოფენებთან ერთად, მუზეუმში ხშირად ეწყობა „მოძრავი“ (დროებითი) გამოფენები.[7]
მუზეუმის მუდმივი გამოფენა მოიცავს ფრინველების გალერეას, რომელიც 450-მდე სახეობის 500-მდე ნიმუშს მოიცავს.[8] ფრინველების გალერეის კედლები ამერიკელმა მხატვარმა, ჯეიმზ პერი უილსონმა მოხატა.[9] ძუძუმწოვრების გალერეა არის გალერეა, რომელიც მოიცავს ძუძუმწოვრების იმ სახეობებს, რომლებიც კანადაში ბინადრობენ. ეს განყოფილება ასევე მოცავს XX საუკუნის შუა პერიოდში კანადელი ხელოვანის, კლარენს ტილენიუსის დიარამებს.[10] დედამიწის გალერეა მუდმივი დარბაზია, რომელიც ფოკუსირებულია მინერალებზე, ქვებსა და სხვა გეოლოგიურ ობიექტებზე.[11] ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კანადისათვის ნაჩუქარი კეთილი ნების მთვარის ნიმუშები ასევე განტავსებულია დედამიწის განყოფილებაში.[11] ნამარხი ნაშთების გალერეა ასევე მუდმივი გამოფენაა, რომელიც მოიცავს: დინოზავრების, ძუძუმწოვრებისა და ზღვის ფაუნის ნაშთები, რომლებიც დაახლოებით 35-85 მილიონი წლის წინანდელი ნიმუშებია. ასევე დაცულია დინოზავრის ჩონჩხების 30-ზე მეტი კომპლექტი, რომლებიც 65-85 მილიონი წლით თარიღდება.[12] ამ განყოფილებაში ასევე დაცულია ედმონტოზავრის ნამარხი ნაშთები, რომელიც კანადის ბუნების მუზეუმისათვის პირველი ნამუშევარია; ეს ნამარხი მუზეუმში 1912 წელს მიიტანეს, ხოლო დამთვალიერებლებისათვის ხელმისაწვდომი 1913 წლიდან გახდა.[13] წყლის გალერეა ფოკუსირებულია ზღვის ცხოველებსა და ჰიდროლოგიაზე.[14][15]
კვლევები
რედაქტირებამუზეუმში მიღებული აქტის თანახმად, ბუნების ისტორიაში კვლევების ორგანიზება და ჩატარება დაწესებულების მანდატის ნაწილია. მუზეუმის კვლევითი სამსახურები იყოფა ორ დისციპლინად: სიცოცხლის მეცნიერებებისა და დედამიწის მეცნიერებების მიმდინარეობებად. მუზეუმში ასევე ფუნქციონირებს ორი დისციპლინური ცენტრი: სახეობათა აღმოჩენებისა და არქტიკის ცოდნისა და გამოკვლევების ცენტრები.[16][17] მუზეუმის მკვლევარები არქტიკის ფლორის შესახებ კვლევებს აწარმოებენ 1980-იანი წლებიდან და ძირითადად კონცენტრირებულნი არიან ადგილობრივ მცენარეებზე (ძირითადად ლათ. Puccinellia). სხვა ძირითადი კვლევითი პროგრამები, რომელშიც მუზეუმი მონაწილეობდა, მოიცავს ფორემოსტის ფორმაციაზე არქეოლოგიურ გათხრებს დინოზავრების ნამარხების შესასწავლად.[18] მუზეუმი ასევე ჩართული იყო 1986-დან 1991 წლამდე განხორციელებულ ჩინეთისა და კანადის ერთობლივ პროექტში დინოზავრების შესასწავლად.[19]
1972 წლიდან 1995 წლამდე მუზეუმი გამოსცემდა საკუთარ სამეცნიერო ჟურნალს Syllogeus.[20]
ბიბლიოთეკა და არქივი
რედაქტირებამუზეუმის ბუნებრივი მემკვიდრეობის ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და არქივი.[21] ბიბლიოთეკა მოქცავს დაახლოებით 35 000 წიგნს, 2 000 პერიოდულ გამოცემებს, მუზეუმის პუბლიკაციებსა და ბუნებრის ისტორიათან დაკავშირებულ ფილმებს.[21] მუზეუმის არქივი მოიცავს სამ კოლექციას: არქივის ჩანაწერებს, რომლებიც მუზეუმს უკავშირდება; ფოტო კოლექციას, რომელიც 275 000 სლაიდს, ფოტოებსა და დაფებს მოიცავს; ხელოვნების კოლექციას 1 800 ობიექტით, რომელიც ბუნებაზეა ფოკუსირებული.[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Financial Performance. 2018–19 Annual Report. Canadian Museum of Nature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 21 September 2020
- ↑ Staff and Governing Authorities. Canadian Museum of Nature (30 July 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 28 August 2020
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 History Timeline. Canadian Museum of History. ციტირების თარიღი: 1 September 2020
- ↑ Dewing, Michael. (28 October 2013) Bill C-7: An Act to amend the Museums Act in order to establish the Canadian Museum of History and to make consequential amendments to other Acts. Library of Parliament. ციტირების თარიღი: 1 September 2020
- ↑ Historical Timeline. Canadian Museum of Nature (5 November 2019). ციტირების თარიღი: 17 September 2020
- ↑ Our Exhibitions. Canadian Museum of Nature (4 June 2020). ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ Our Exhibitions on Tour. Canadian Museum of Nature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ Exhibition: Bird Gallery. Canadian Museum of Nature (6 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ MacClintock, Dorcas (1976). „James Perry Wilson and the Art of Background Painting“. Discovery. 12 (1).
- ↑ Moving and Restoring Diorama Treasures. Canadian Museum of Nature (31 May 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ 11.0 11.1 Exhibition: Earth Gallery. Canadian Museum of Nature (29 October 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ Fossil Gallery. Canadian Museum of Nature (7 August 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ Kearney, Mark; Ray, Randy (2009) The Big Book of Canadian Trivia. Dundurn, გვ. 94. ISBN 9781770706149.
- ↑ Exhibition: Nature Live. Canadian Museum of Nature (3 September 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ Exhibition: Water Gallery. Canadian Museum of Nature (17 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ The Centre for Arctic Knowledge and Exploration. Canadian Museum of Nature (20 September 2020). ციტირების თარიღი: 4 June 2020
- ↑ The Beaty Centre for Species Discovery. Canadian Museum of Nature (20 September 2020). ციტირების თარიღი: 1 September 2020
- ↑ Ryan, Michael J.; Evans, David C.; Shepherd, Kieran M. (2012). „A new ceratopsid from the Foremost Formation (middle Campanian) of Alberta“. Canadian Journal of Earth Sciences. NRC Research Press. 49 (10): 1252. Bibcode:2012CaJES..49.1251R. doi:10.1139/e2012-056.
- ↑ Dong, Zhi-Ming (1997). „The field activities of the Sino-Canadian Dinosaur Project in China, 1987-1990“. Canadian Journal of Earth Sciences. 30 (10): 1997. doi:10.1139/e93-175.
- ↑ Details - Syllogues. Biodiversity Heritage Library. ციტირების თარიღი: 20 September 2020
- ↑ 21.0 21.1 21.2 Library and Archives. Canadian Museum of Nature (17 August 2020). ციტირების თარიღი: 18 September 2020