გატინო
გატინო (ფრანგ. Gatineau) — ქალაქი კანადაში, კვებეკის პროვინციაში. იგი გაშენებულია მდინარე ოტავის სანაპიროზე, ონტარიოს და კვებეკის ოფიციალური საზღვრის სიახლოვეს. გატინო შედის კანადის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქების გაერთიანებაში, მას მეოთხე ადგილი უკავია ქვეყანაში.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გატინო Gatineau | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
პროვინცია | კვებეკი | ||
კოორდინატები | 45°25′40″ ჩ. გ. 75°42′38″ დ. გ. / 45.42778° ჩ. გ. 75.71056° დ. გ. | ||
მმართველი | Maxime Pedneaud-Jobin და France Bélisle | ||
დაარსდა | 2002 | ||
ფართობი | 342.21 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 64 მეტრი | ||
მოსახლეობა | 242,124 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 662.3 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 819 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.gatineau.ca/ | ||
2001 წლის აღწერის მიხედვით აქ სახლობს 226 296 ადამიანი, ხოლო 2006 წლისათვის გატინოს მოსახლეობა შეადგენს 242 124 ადამიანს. საშუალო სიმჭიდროვეა 662.3 ადამიანი კმ²-ზე. ქალაქში მცხოვრებთა უმრავლესობა საუბრობს ფრანგულ ენაზე. მცხოვრებთა : 92 % — ევროპეიდია, 5 % - შავკანიანია, 3 % კი აზიელია.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: