ირან-ოსმალეთის ომი (1730-1736)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ირან-ოსმალეთის ომი (1730-1736)
ირან-ოსმალეთის ომების ნაწილი
თარიღი 1730—1736:
1-ფაზა1730—1732
2-я ფაზა1732—1736
მდებარეობა დასავლეთ ირანი, მესოპოტამია, ამიერკავკასია, სამხრეთ დაღესტანი
შედეგი 1-я ფაზა: აჰმედ-ფაშას ზავი
2-я ფაზა: სტამბულის ზავი (1736)
მხარეები
* სეფიანთა იმპერია (1736-მდე) * ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
* ირანის დროშა ირანი თამაზ II * ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია მაჰმუდ I

ირან-ოსმალეთის ომი (1730-1736) —ბრძოლა ოსმალეთის იმპერიასა და ნადირ-შაჰის ძალებს შორის.

წინაისტორია

რედაქტირება

1721 წელს გილზაიების ავღანური ტომები სპარსეთში  შეიჭრნენ აღმოსავლეთიდან და მომდევნო წელს აიღეს სპარსეთის დედაქალაქი ისპაჰანი. ავღანელების ლიდერმა მირ მაჰმუდმა თავი ახალ შაჰად გამოაცხადა, მაგრამ სპარსეთის პროვინციების უმეტესობამ ეს არ აღიარა. სულთან ჰუსეინის ვაჟი — თამაზ II — ჩრდილოეთით გაიქცა და იქ თავი შაჰად გამოაცხადა. მისი საყრდენი გახდა აზერბაიჯანი და კასპიის პროვინციები.[1]

თამაზ II -მ დახმარებისთვის მიმართა რუსეთს და სანაცვლოდ დაჰპირდა ჩრდილოეთ პროვინციების დათმობას. რუსეთის ჯარებმა ლაშქრობა წამოიწყეს ამიერკავკასიაში. შექმნილი ვითარებით ისარგებლა ოსმალეთის იმპერიამ და სპარსეთშიც შეიჭრა. მირ აშრაფი, რომელმაც ტახტზე მირ მაჰმუდი შეცვალა 1725 წელს, იძულებული გახდა 1727 წელს დაედო ჰამადანის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან ფაქტობრივად ცნო თავი სულთნის ვასალად და გადასცა მთელი დასავლეთი და ჩრდილოეთი ირანი ოსმალეთის იმპერიას, მათ შორის. რაიონი, რომელშიც დღეს თეირანი მდებარეობს.[2]

1726 წელს  შაჰ-თამაზ II-სთან სამსახური დაიწყო  ნადირმა ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან.  იგი დაინიშნა ხორასანის გამგებლად. ნადირმა მიიღო თაჰმასპ-ყული ხანის ტიტული ("ხანი თაჰმასპის მონაა"), რითაც აჩვენა ერთგულება სეფიანი შაჰის მიმართ. 1729 წელს ნადირმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მირ აშრაფს, მიუხედავად  ოსმალეთის იმპერიის მხარდაჭერისა, მირ აშრაფი გაქცევისას გარდაიცვალა.[3]

მოვლენათა მსვლელობა

რედაქტირება

ტახტის ავღანელ პრეტენდენტებთან ურთიერთობის გარკვევის შემდეგ ნადირმა ოსმალეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. შექმნა ძლიერი ჯარი, გადავიდა ჩრდილო-დასავლეთით, აიღო თავრიზი და მოიპოვა არაერთი სერიოზული გამარჯვება. თუმცა, სანამ ნადირ-შაჰი ხორასანში იბრძოდა, თაჰმაზ II-მ თურქებთან ახალი დამამცირებელ ზავს მოაწერა ხელი. შემდეგ ნადირმა ჩამოაგდო თამაზ II და შაჰად გამოაცხადა თავისი რვა თვის ვაჟი აბას III.

ნადირ-შაჰის ინიციატივით, 1732 წელს, დაიდო ხელშეკრულება რუსეთთან, რომლის მიხედვითაც   მაზანდერანი და გილანი სპარსეთს დაუბრუნდა (რუსეთი წავიდა დათმობაზე, ვინაიდან იქ ჯერ კიდევ ვერ დაამყარა ფაქტობრივი კონტროლი და უკვე მწიფდებოდა ახალი ომი ოსმალეთის იმპერიასთან).

1733 წელს ნადირ-შაჰმა მოაწყო ბაღდადის რამდენიმე თვიანი ალყა, 1734 წელს პირველი წარმატებული ლაშქრობა ჩაატარა დაღესტანში, 1735 წლისთვის კი ამიერკავკასია გაასუფთავა თურქებისგან. 1735 წელს სპარსეთსა და რუსეთს შორის რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება, რის შემდეგაც დერბენტი და შირვანის კასპიის ნაწილი სპარსეთს დაუბრუნდა; ამავე დროს ნადირმა მეორე ლაშქრობა მოაწყო დაღესტანში ადგილობრივი მმართველების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ თურქებს.

შედეგები

რედაქტირება

ოსმალეთის იმპერიამ ვერ აწარმოა ომი ორ ფრონტზე და 1735 წლის ბოლოს დაიწყო ცალკე სამშვიდობო მოლაპარაკებები ნადირ შაჰთან. 1736 წელს მოლაპარაკების შედეგად დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აღდგა ირან-ოსმალეთის საზღვარი 1722 წლის ფარგლებში.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • История Востока: в 6 т., Т. 3: Восток на рубеже средневековья и нового времени. XVI—XVIII вв. — М.: издательская фирма «Восточная литература» РАН, 1999. ISBN 5-02-018102-1 (რუს.)
  • Кэролайн Финкель. История Османской империи. Видение Османа, — М., АСТ, 2010. ISBN 978-5-17-043651-4 რუს.)
  1. Axworthy, Michael (2009). The Sword of Persia: Nader Shah, from tribal warrior to conquering tyrant, p. ???. I. B. Tauris
  2. Elton L. Daniel, "The History of Iran" (Greenwood Press 2000) p.94
  3. 3.0 3.1 Lawrence Lockhart Nadir Shah (London, 1938)