თაბასარანის სამაისუმო
თაბასარანის სამაისუმო –– მთიანი დაღესტანის ტერიტორიაზე X-XIX საუკუნეებში არსებული სახელმწიფო ერთეული. მდებარეობდა დერბენდის სახანოს ჩრდილო–დასავლეთით.
მის მმართველებს X საუკუნიდან მაისუმის ტიტული ჰქონდათ. საისტორიო ქრონიკა „ასარი დაღესტნის“ მიხედვით არაბმა სარდალმა აბუ მუსლიმმა თაბასარანის მმართველად მუჰამედი დანიშნა, რომელსაც მეორე სახელი მაისუმი ერქვა. აქედან მოდის თაბასარანის მმართველთა ტიტულიც.
წყაროებით ცნობილია, რომ XII-XIII საუკუნეებში თაბასარანის სამაისუმო დაიშალა რუსტაკებად. XV საუკუნეში ძლიერდება. ჩანს საერთო საბჭო – დიგორი. ამავდროულად, იზრდება ყადის ავტორიტეტი. ეს ჩანს საბრძოლო შესაძლებლობებშიც: ომის დროს მაისუმს შეეძლო 3500 მეომრის გამოყვანა, ხოლო ყადის 4000.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკო ხუციშვილი, „დაღესტანი“, 2002 წ.