ხაიდაყის საუცმიო
ხაიდაყის საუცმიო –– მთიანი დაღესტანის ტერიტორიაზე V—XVII საუკუნეებში არსებული ფეოდალური სამფლობელო. მდებარეობდა დერბენტის სახანოს ჩრდილოეთით.
ტერმინი უცმი გვხვდება XIV საუკუნიდან. X საუკუნეში იბნ რუსტა წერდა, რომ საუცმიოს მმართველი სამი რელიგიის მიმდევარი იყო – პარასკევს ლოცულობდა მუსლიმებთან, შაბათს ებრაელებთან, კვირას ქრისტიანებთან. უცმის ამტკიცებდა საერთო-სახალხო კრება. ხაიდაყის საუცმიოს თავდაპირველი დედაქალაქი იყო ყალაკორეიში, ხოლო შემდეგ ურქარახი. უცმის 12 500 მეომრის გამოყვანა შეეძლო XIV-XV ს.ს. ამას გარდა, 300 მხედარი მუდმივად თან ახლდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკო ხუციშვილი, „დაღესტანი“, 2002 წ.