იოსიფ ბროდსკი
იოსიფ ბროდსკი [19] (რუს. Ио́сиф Алекса́ндрович Бро́дский, დ. 24 მაისი, 1940 - 28 იანვარი, 1996) — რუსი-ამერიკელი პოეტი და ესეისტი.
იოსიფ ბროდსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 მაისი, 1940[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 28 იანვარი, 1996[1] [4] [5] [6] [2] [8] [9] [10] (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბრუკლინი[1] [11] |
დასაფლავებულია | სან-მიკელეს სასაფლაო |
საქმიანობა | პოეტი[7] , მთარგმნელი[7] , ესეისტი, მწერალი, დრამატურგი, დრამატურგი და ლექტორი |
ენა | რუსული ენა და ინგლისური ენა |
ეროვნება | ებრაელები |
მოქალაქეობა |
სსრკ აშშ[12] მოქალაქეობის არმქონე |
ალმა-მატერი | Clare Hall და Annenschule |
ჟანრი | პოეზია |
Magnum opus | Gorbunov and Gorchakov |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[13] [14] , გუგენჰაიმის სტიპენდია[15] , მაკართურის სტიპენდია[16] , რომის პრემია, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, honorary citizen of Saint Petersburg, აშშ-ის ლაურიატი პოეტი[16] , Golden Wreath[17] , საპატიო დოქტორი[18] , National Book Critics Circle Award in Criticism და წიგნების კრიტიკოსთა წრის ეროვნული პრემია |
მეუღლე | Maria Sozzani |
პარტნიორ(ებ)ი | Marianna Basmanova |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
დაიბადა ლენინგრადში 1940 წელს. ბროდსკი გაურბოდა საბჭოთა ხელისუფლებას და 1972 წელს განდევნეს („მკაცრად ურჩიეს“ ემიგრაციაში წასვლა) საბჭოთა კავშირიდან, რის შემდეგაც დასახლდა შეერთებულ შტატებში უინსტენ ჰიუ ოდენის და სხვა მხარდამჭერების დახმარებით. მას შემდეგ ის ასწავლიდა მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში და უნივერსიტეტებში, მათ შორის იელის, კოლუმბიის, კემბრიჯის და მიჩიგანის.
ბროდსკის მიენიჭა 1987 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში, როგორც „ყოვლისმომცველ ავტორს, აზროვნების სიმკვეთრითა და პოეტური ინტენსივობით.“ [20] იგი დაინიშნა შეერთებული შტატების ლაურეატ პოეტად 1991 წელს. [21]
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეი რანჩინის სიტყვებით: „ბროდსკი არის ერთადერთი თანამედროვე რუსი პოეტი, რომლის ნამუშევრებს უკვე კანონიერად მიენიჭა კლასიკის საპატიო წოდება... ბროდსკის ლიტერატურული კანონიზაცია გამონაკლისი მოვლენაა. არცერთ სხვა თანამედროვე რუს მწერალს არ ჰქონია მსგავსი პატივი. არცერთს არ ჰქონია იმდენი კონფერენცია, რამდენიც მას მიეძღვნა“. [22]
ადრეული წლები
რედაქტირებაბროდსკი დაიბადა რუს ებრაელთა ოჯახში, ლენინგრადში. ის იყო გამოჩენილ და უძველეს რაბინთა ოჯახის (შორი) შთამომავალი. [23][24] მისი პირდაპირი წინაპარია იოზეფ ბენ ისააკ ბექორ შორი. მისი მამა, ალექსანდრე ბროდსკი, იყო საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის პროფესიონალი ფოტოგრაფი. ხოლო მისი დედა, მარია ვოლპერტ ბროდსკაია, პროფესიონალი თარჯიმანი იყო, რომელიც მუშაობდა და ეხმარებოდა ოჯახს. ისინი ცხოვრობდნენ კომუნალურ ბინებში, სიღარიბეში, მარგინალიზირებული იყვნენ თავიანთი ებრაული სტატუსის გამო. [25] ბავშვობაში ბროდსკი გადაურჩა ლენინგრადის ბლოკადას, სადაც ის და მისი მშობლები თითქმის დაიღუპნენ შიმშილით. ერთი დეიდა გარდაიცვალა შიმშილით. მოგვიანებით მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახა ბლოკადის დროს გადატანილი შიმშილობა. ბროდსკი აცხადებს, რომ მისი ბევრი მასწავლებელი ანტისემიტი იყო და ის ადრეული ასაკიდან თავს დისიდენტად გრძნობდა. მან აღნიშნა, „მე დავიწყე ლენინის უარყოფა, მაშინაც კი, როდესაც პირველ კლასში ვიყავი, არა იმდენად მისი პოლიტიკური ფილოსოფიის ან პრაქტიკის გამო ... არამედ მისი ყოვლისშემძლე იმიჯის გამო.“
როდესაც ბროდსკი ახალგაზრდა მოსწავლე იყო, მას ახასიათებდნენ, როგორც „არაგულწრფელ ბავშვს“, ცნობილს თავისი უსაქციელობით გაკვეთილის დროს. [26] თხუთმეტი წლის ასაკში ბროდსკიმ მიატოვა სკოლა და სცადა წყალქვეშა მეურნეობის სკოლაში შესვლა. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი მუშაობდა საფრეზავი ჩარხის ოპერატორად. [25] მოგვიანებით, ექიმად გახდომის გადაწყვეტილებით, მუშაობდა მორგში, კრესტის ციხეში. ჭრიდა და კერავდა სხეულებს. შემდგომში მან სხვადასხვა სამუშაოები შეითავასა საავადმყოფოებში, გემების ცეცხლის ოთახში და გეოლოგიურ ექსპედიციებში. ამავდროულად, ბროდსკი ჩაერთო თვითგანათლების პროგრამაში. მან ისწავლა პოლონური ენა, ასე რომ მას შეეძლო ეთარგმნა ისეთი პოლონელი პოეტების ნამუშევრები, როგორიცაა ჩესლავ მილოში. ინგლისურიდან თარგმნა ჯონ დონის ნამუშევრები. გზად მას დიდი ინტერესი გაუჩნდა კლასიკური ფილოსოფიის, რელიგიის, მითოლოგიისა, ინგლისური და ამერიკული პოეზიის მიმართ.
კარიერა და ოჯახი
რედაქტირებაადრეული კარიერა
რედაქტირება1955 წელს ბროდსკიმ დაიწყო საკუთარი ლექსების წერა და ლიტერატურული თარგმანების წარმოება. მის ნაწარმოებებს აქვეყნებდა იატაკქვეშა ჟურნალი სინტაქსისი. მისი ნაწერები აპოლიტიკური იყო. 1958 წლისთვის ის უკვე კარგად იყო ცნობილი ლიტერატურულ წრეებში თავისი ლექსებით „ებრაული სასაფლაო ლენინგრადის მახლობლად“ და „მომლოცველები“. [27]
1960 წელს ახალგაზრდა ბროდსკი შეხვდა რუსული პოეზიის ვერცხლის ხანის ერთ-ერთ წამყვან პოეტ ანა ახმატოვას. [25] იგი ხელს უწყობდა მის საქმიანობას და გახდა მისი მენტორი. [28] 1962 წელს ლენინგრადში, ანა ახმატოვამ მას გააცნო მხატვარი მარინა ბასმანოვა, ახალგაზრდა მხატვარი მხატვართა ოჯახიდან, რომელიც ხატავდა ახმატოვას პორტრეტს. ორმა ახალგაზრდამ დაიწყო ურთიერთობა. ამასთან, ბროდსკის მაშინდელ ახლო მეგობარს და თანამებრძოლი პოეტს, დიმიტრი ბობიშევს, უყვარდა ბასმანოვა. როდესაც ბობიშევმა ქალის დევნა დაიწყო, მაშინვე ხელისუფლება შეუდგა ბროდსკის დევნას. ბობიშევი იყო პასუხისმგებელი მის მიმართ ბრალის წაყენებაში. ბროდსკიმ მარინა ბასმანოვას ვრცელი სასიყვარულო პოეზია მიუძღვნა.
ბრალის წაყენება
რედაქტირება1963 წელს ბროდსკის პოეზიას ბრალი წაუყენეს, როგორც „პორნოგრაფიულ და ანტისაბჭოთა“ ლიტერატურას. მისი ნაშრომები ამოიღეს, ავტორი დაკითხეს, ორჯერ გადაიყვანეს ფსიქიატრიულ ინსტიტუტში და შემდეგ დააპატიმრეს. მას ბრალი ედებოდა სოციალურ პარაზიტიზმში.[29] საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1964 წელს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე, დადგინდა, რომ მისი უცნაური ნამუშევრების სერია და როლი, როგორც პოეტისა, არ იყო შესაფერისი წვლილი საზოგადოებისათვის. [25] მათ მას „ფსევდო პოეტი ხავერდოვან შარვალში“ უწოდეს, რომელმაც ვერ შეასრულა მისი „საკონსტიტუციო მოვალეობა, რომ გულწრფელად ემუშავა სამშობლოსათვის“. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა: „ვინ გცნოთ პოეტად? ვინ ჩაგრიცხათ პოეტების რიგებში? “ - „არავინ“, უპასუხა ბროდსკიმ, „ვინ ჩამრიცხა ადამიანთა რიგებში?“ [30] ბროდსკი ჯერ არ იყო 24 წლის. „პარაზიტიზმისთვის“ ბროდსკის მიესაჯა 5 წლიანი შრომა და 18 თვე ფერმაში სამსახური, არხანგელსკის რეგიონში, სოფელ ნორენსკაიაში. ბასმანოვა, ბობიშევი და ბროდსკის დედა სტუმრობდნენ მას. [31]
ბროდსკის განაჩენი შეუმსუბუქდა 1965 წელს, მას შემდეგ, რაც პროტესტი გამოხატეს გამოჩენილმა საბჭოთა და უცხოელმა კულტურულმა მოღვაწეებმა, მათ შორის ევგენი ევტუშენკომ, დიმიტრი შოსტაკოვიჩმა, ჟან-პოლ სარტრიმ და ახმატოვამ. [25] დასავლურ სამყაროში ბროდსკი ტოტალიტარულ საზოგადოებაში მხატვრული წინააღმდეგობის სიმბოლო გახადა, ისევე, როგორც მისი მენტორი, ანა ახმატოვა.
მისი ვაჟი, ანდრეი, დაიბადა 1967 წლის 8 ოქტომბერს და ბასმანოვამ იოსიფთან ურთიერთობა გაწყვიტა. ანდრეი დარეგისტრირდა ბასმანოვას გვარით, რადგან ბროდსკის არ სურდა, რომ მის ვაჟიშვილს განეცადა ის პოლიტიკურ წნეხი, რასაც მან გაუძლო. [32]
ბროდსკი დაბრუნდა ლენინგრადში 1965 წლის დეკემბერში და განაგრძო წერა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში. მისი მრავალი ნაწარმოები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და ქვეყნდებოდა საზღვარგარეთ. მისი დევნა ხორციელდებოდა პოეზიისა და ებრაული მემკვიდრეობის გამო. 1972 წელს ხელისუფლებამ ბროდსკის დაუსვა ფსევდო-სამედიცინო დიაგნოზი: „პარანოიდული რეფორმისტული ბოდვა“. [33] ამ პოლიტიკურმა დიაგნოზმა სახელმწიფოს საშუალება მისცა, ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გამოეკეტათ დაუსრულებლად. პაციენტის შემოწმების გარეშე, სნეჟნევსკიმ დიაგნოზი დაუსვა ბროდსკის, რომ მისი „შიზოფრენია დელიკატურად პროგრესირებდა“ და რომ ის „საერთოდ არ იყო ღირებული ადამიანი და შესაძლებელი იყო მისი გათავისუფლება“. 1971 წელს ბროდსკი ორჯერ მიიწვიეს ისრაელში ემიგრაციაში. როდესაც 1972 წელს გამოიძახეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჰკითხეს, თუ რატომ არ მიიღო შეთავაზება, მან განაცხადა, რომ სურდა დარჩენილიყო ქვეყანაში. ათი დღის შემდეგ ოფიციალური პირები შეიჭრნენ მის ბინაში, აიღეს მისი ფურცლები და 1972 წლის 4 ივნისს იგი თვითმფრინავით გაამგზავრეს ვენაში, ავსტრია. ბროდსკი რუსეთში არასდროს დაბრუნებულა და ბასმანოვა აღარასოდეს უნახავს. მოგვიანებით ბროდსკიმ დაწერა:
პოეტი საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ მიიწვიეს რუსეთში, მაგრამ ბროდსკი არასოდეს დაბრუნებულა თავის ქვეყანაში.
აშშ
რედაქტირება1987 წელს მან მოიპოვა ნობელის პრემია ლიტერატურაში. ის იყო რიგით მეხუთე რუსულენოვანი მწერალი, რომელიც ფლობდა ამ პრიზს. ინტერვიუში მას ჰკითხეს:
„თქვენ ხართ ამერიკის მოქალაქე, რომელიც იღებს პრემიას რუსულენოვანი პოეზიისთვის. ვინ ხარ, ამერიკელი თუ რუსი?“ „მე ვარ ებრაელი. რუსი პოეტი, ინგლისელი ესეისტი - და, რა თქმა უნდა, ამერიკის მოქალაქე“, უპასუხა მან. [36]
აკადემიაში განაცხადეს, რომ მათ დააჯილდოვეს პრიზით მისი „ყოვლისმომცველი ავტორობისთვის, აზროვნების სიცხადით და პოეტური ინტენსივობით.“ იგი ასევე უწოდებდა მის ნაწერებს „მდიდარ და ინტენსიურად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეს“, რომელსაც ახასიათებს „დიდი სიგანე დროსა და სივრცეში“. ეს იყო „ჩემთვის დიდი ნაბიჯი, კაცობრიობისთვის კი პატარა ნაბიჯი“, - ხუმრობდა იგი. პრიზი დაემთხვა ბროდსკის, როგორც გადასახლებაში მყოფის, პოეზიის პირველ ლეგალურ გამოცემას რუსეთში.
1991 წელს ბროდსკი გახდა შეერთებული შტატების ლაურეატი პოეტი.
1990 წელს, საფრანგეთში ლიტერატურის სწავლების დროს, ბროდსკი დაქორწინდა ახალგაზრდა სტუდენტზე, მარია სოზანიზე, რომელსაც რუსულ-იტალიური წარმომავლობა აქვს. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, ანა ბროდსკი, რომელიც 1993 წელს დაიბადა.
მარინა ბასმანოვა ცხოვრობდა საბჭოთა ხელისუფლების შიშით 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ვაჟმა, ანდრეი ბასმანოვმა, შეძლო, ჩასულიყო მამამისთან ნიუ-იორკში. მათ შეინარჩუნეს მამაშვილური ურთიერთობა ბროდსკის გარდაცვალებამდე. ანდრეი დაქორწინდა 90-იან წლებში და შეეძინა სამი შვილი. მარინა ბასმანოვა, ანდრეი და ბროდსკის შვილიშვილები ყველანი ცხოვრობენ სანქტ-პეტერბურგში. [37]
ბროდსკი გარდაიცვალა გულის შეტევით 55 ასაკში, მის ბინაში ბრუკლინ ჰიტსში, დაბა ნიუ-იორკში, 1996 წლის 28 იანვარს. იგი დაკრძალეს იტალიაში, ვენეციის სან მიკელეს სასაფლაოზე არათოლიკურ განყოფილებაში, ეზრა პაუნდის და იგორ სტრავინსკის განსასვენებელ ადგილებთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bethea, David (1994) Joseph Brodsky and the Creation of Exile, Princeton University Press (Princeton, NJ)
- Berlina, Alexandra (2014). Brodsky Translating Brodsky. Bloomsbury (New York; Anna Balakian Prize 2013-2016)
- Miłosz, Czesław and Haven, Cynthia L. (Ed.) (2006) Czesław Miłosz: Conversations. Includes "Interview between Joseph Brodsky and Czeslaw Milosz". University Press of Mississippi ISBN 978-1-57806-829-6
- Loseff, Lev (2010) Joseph Brodsky: a Literary Life, Yale University Press (New Haven, CT)
- Speh, Alice J (1996) The Poet as Traveler: Joseph Brodsky in Mexico and Rome, Peter Lang (New York, NY)
- Shtern, Ludmila (2004) Brodsky: A Personal Memoir, Baskerville Publishers ISBN 978-1-880909-70-6
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იოსიფ ბროდსკის სასამართლოს ტრანსკრიპტის ქართული თარგმანი, ინდიგო
- Joseph Brodsky poetry
- ‘The birds of paradise sing without a needing a supple branch’: Joseph Brodsky and the Poetics of Exile Cordite Poetry Review
- 19 February 1996 "Death of a Poet Laureate: Joseph Brodsky Turned Exile into Inspiration" Library of Congress, obituary.
- Sven Birkerts (Spring 1982). „"Joseph Brodsky", interview. The Art of Poetry No. 28“. The Paris Review.
- Interview 29 January 1996 დაარქივებული 24 March 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები PBS (US)
- Profile, poems and audio files from the Academy of American Poets.
- Brodsky Biography and bibliography, Poetry Foundation (US)
- Joseph Brodsky–Biography at Nobelprize.org
- Written in Stone – Burial locations of literary figures.
- Joseph Brodsky Papers. Beinecke Rare Book and Manuscript Library, Yale University
- Brodsky speaks about his life, with translated readings by Frances Horowitz - a British Library sound recording
- Joseph Brodsky Collection at Mount Holyoke College დაარქივებული 2015-06-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118660136 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 7.2 The Fine Art Archive
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
- ↑ 9.0 9.1 Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 279–281. — ISBN 5-94848-245-6
- ↑ 10.0 10.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
- ↑ poets.org
- ↑ https://www.nytimes.com/books/00/09/17/specials/brodsky.html
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1987/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ 16.0 16.1 https://www.macfound.org/fellows/74/
- ↑ https://svp.org.mk/en/zlaten-venec/
- ↑ https://us.edu.pl/uczelnia/o-nas/historia/doktorzy-honoris-causa-uniwersytetu-slaskiego/prof-josif-aleksandrowicz-brodski/
- ↑ Also known as Josip, Josef or Joseph.
- ↑ The Nobel Prize in Literature 1987. Nobelprize (October 7, 2010). ციტირების თარიღი: October 7, 2010.
- ↑ Poet Laureate Timeline: 1981–1990. Library of Congress. ციტირების თარიღი: 2009-01-01.
- ↑ А. Ранчин, … Критическая масса, 2006, № 2
- ↑ Surnames of Rabbinical Families. JewishGen. ციტირების თარიღი: 2015-05-26
- ↑ Finding Our Fathers: A Guidebook to Jewish Genealogy By Dan Rottenberg
- ↑ 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 Cole, Henri "Brodsky, Joseph". The Oxford Companion to Twentieth-Century Poetry in English. Ian Hamilton. Oxford University Press, 1996.
- ↑ „Pride and Poetry (on Joseph Brodsky: A Literary Life by Lev Loseff)“.
- ↑ Shtern, Ludmila (2004). Brodsky: A Personal Memoir. Baskerville Publishers, p. 63. ISBN 978-1-880909-70-6
- ↑ Natalia Zhdanova, "Timelessness: Water Frees Time from Time Itself" დაარქივებული 2008-10-03 საიტზე Wayback Machine. , Neva News, 1 August 2007.
- ↑ „Gulag Lite“. December 20, 2010. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
- ↑ "А вы учились этому?" Стенограмма суда над Иосифом Бродским. TV Rain (2014-12-03). ციტირების თარიღი: 2014-12-03.
- ↑ Remnick, David (December 20, 2010). „Gulag Lite“. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
- ↑ Russian writers since 1980, Volume 285 of Dictionary of literary biography. Editors Marina Balina, Mark Naumovich Lipovet︠s︡kiĭ. Gale publishers (2004), p. 28
- ↑ Brintlinger, Angela; Vinitsky, Ilya (2007) Madness and the mad in Russian culture. University of Toronto Press, გვ. 92. ISBN 978-0-8020-9140-6.
- ↑ D. Smirnov-Sadovsky, Song from Underground, Booklet of the Festival "Masterpieces of the Russian Underground", Lincoln Center, New York, USA, January 2003, pp. 16-19
- ↑ Song from Underground, Wikilivres
- ↑ Gross, Irena. "A Jewish Boy with a Head Full of Russian Rhymes". Paper presented at the annual meeting of the Association for Slavic, East European, and Eurasian Studies 45th Annual Convention, Boston Marriott Copley Place, Boston, MA. Abstract დაარქივებული 2014-11-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ↑ Brodsky, Joseph. "New Stances" Ardis, 1983, USA