ივანე მენთეშაშვილი

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თა
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ივანე მენთეშაშვილი (დ. 12 ივნისი, 1954, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ივანე მენთეშაშვილი
დაბ. თარიღი 12 ივნისი, 1954(1954-06-12) (70 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1975 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1990 წელს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები.

1979 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს უნვერსიტეტში. 2021 წლიდან — კავკასიის უნივერსიტეტში. 1982-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1982-2006 წლებში კი თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში. არის 12 მონოგრაფიის და 35 სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში, რუსეთში, კანადასა და აშშ-ში. მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკა მოიცავს დასავლეთის ქვეყნების ახალ და უახლეს ისტორიას, კერძოდ, ინგლის-რუსეთის დაპირისპირებას და მეტოქეობას კავკასიაში გაბატონების გამო, ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიის ბატონობას ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, ინგლისის კოლონიურ პოლიტიკას, ინგლისის ისტორიის „ოქროს ხანას“, ფოლკლენდის კუნძულების ომს, ნაპოლეონის ეპოქის სხვადასხვა საკითხს, საფრანგეთის დიდ რევოლუციას. მონაწილეობა მიღებული აქვს ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ექვს კონგრესში: თბილისი (2000), მონრეალი (2009), დენ ჰელდერი (2011, ჰოლნდია), ბრიუსელი (2015), მოსკოვი (2021), ონლაინ კონგრესი შესაბამისი მოხსენებებით (2021). არის „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის“ მიერ მოწყობილი ორი საერთაშორის სიმპოზიუმის მონაწილე რუმინეთში (2018) და პარიზში (2019), სორბონის უნივერსიტეტში, შესაბამისი მოხსენებებით: „დემოკრატიული საქართველო (1918-1921 წლები) პირველი მსოფლიო ომის შედეგი“ და „საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ. ისტორიული რეტროსპექტივა“. ორი პროქტის ავტორი: „ეს ძველი, დალოცვილი ინგლისი“ (2010, სასწვლო სკოლა-კომპლექს „სადუნში“) და „ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“ (2013). გამოქვეყნებული აქვს ქართული, რუსული და ინგლისური პოეზიის თარგმანები კრებულში „შვიდი პოეტი“ (თბილისი, 2007), 1990 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში და უზრუნველყოფას მათ სინქრონული და თანამიმდევრობითი თარგმანით, რომლებსაც ატარებდნენ და ატარებენ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ჯანდაცვის სამინისტროები, ქალაქისა და უზენაესი სასამართლოები, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, შვეიცარიის საელჩოები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ნატო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო თბილისში, ბრიუსელში, მონსში, ჰააგაში, ამსტერდამში, ათენში, სტრასბურგში, სტოკჰოლმში, ანკარაში, რომში, ფლორენციაში, სან-მარინოში, ასტანაში, ანტალიაში, ბონში, ჰესენში, ერევანში, გიუმრიში, კიევში, არლში (საფრანგეთში). შრომითი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა (ახალი და უახლესი ისტორია), ლექციები აღნიშნულ სფეროში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, სინქრონული და თანამიმდევრობითი თარგმანი (ქართული-რუსული-ინგლისური ენები).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ამიერკავკასია ინგლის-რუსეთის წინააღმდეგობებში 1880-1914 წლებში“, დაიცვა 1984 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციათა ურთიერთშეხება ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიის საქმიანობის პერიოდში“, დაიცვა 1997 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Власть и рожденные революцией, Тбилиси, Программа Логос, 2019, с. 102 ISBN 9789941468759
  • კარდინალი რიშელი, თბ., პალიტრა L, 2017, გვ. 208 ISBN 9789941248368
  • ნაპოლეონი, თბ., პალიტრა L, 2016, გვ. 208 ISBN 9789941241970
  • Власть и герой Наполеон Бонапарт, Тбилиси, 2014, с. 80
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან = Treasures of the Georgian National Museum: კატალოგი, თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2012, გვ. 160 ISBN 9789941155680
  • ელიზაბეთ I ტიუდორი. სიყვარული და ძალაუფლება: ისტორ. ნარკვევი, თბ., ნეკერი, 2010, გვ. 135 ISBN 9789941416194
  • ინგლისის ისტორია: ლექციების კურსი, თბილისი, ენა და კულტურა, 2004, გვ. 313

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 422

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება