ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი — სამეცნიერო და კვლევითი ცენტრი თბილისში, საქართველო. ცენტრში ამჟამად ფუნქციონირებს: ნეიროფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, რადიობიოლოგიის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის განყოფილებები, ასევე ნეიროტოქსიკოლოგიის, რადიაციული უსაფრთხოების, მხედველობის ფიზიოლოგიის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის და სხვა ლაბორატორიები.[1]
შეიქმნა | 2010 წელს |
---|---|
ტიპი | სამეცნიერო და კვლევითი ცენტრი |
მდებარეობა | გოთუას ქ. 14, თბილისი, საქართველო |
https://lifescience.org.ge/ |
ისტორია
რედაქტირება1935 წელს ივანე ბერიტაშვილმა დააარსა ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები. დაწესებულებაში არსებობდა როგორც ფიზიოლოგიური პროფილის ლაბორატორიები, ასევე: ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, რადიობიოლოგიის, ელექტრონული მიკროსკოპებისა და მორფოლოგიის ლაბორატორიები.[2]
1980-იან წლებში ბიოფიზიკისა და რადობიოლოგიის ცენტრები გაფართოვდა და ჯერ დაწესებულების სექტორად, მოგვიანებით კი დამოუკიდებელ სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებად ჩამოყალიბდა.[2]
2010 წელს დაარსდა ცენტრი, როდესაც ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე გაერთიანდა რადიობიოლოგიის და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტი და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ცენტრი. 2011 წელს დაწესებულებას ივანე ბერიტაშვილის სახელი მიენიჭა და ოფიციალურად ეწოდა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.[2]
ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ოფიციალურად დაარსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის 2010 წლის 18 ნოემბრის №114 ბრძანების შესაბამისად.[3] წესდების თანახმად დაწესებულების მიზნებში შედიოდა: სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება; ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა; სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა; ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება; საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება; ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა; უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში.[3]
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მონაწილეობს COVID-19-ის დიაგნოსტიკაში, მართვასა და პრევენციაში.[4]
ცენტრის სტრუქტურული ერთეულები
რედაქტირებაცენტრში 17 სტრუქტურული ერთეული ფუნქციონირებს (მოიცავს განყოფილებებსა და ლაბორატორიებს). ამ ერთეულებში კვლევები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. რიგ შემთხვევებში ასევე ხდება განყოფილებების თემატური გაერთიანებაც. დაწესებულებაში შემავალ განყოფილებებს შორისაა:
თავის ტვინის, სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის განყოფილება
რედაქტირებათავის ტვინის, სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის განყოფილებას ხელმძღვანელობს აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია. ეს განყოფილება იკვლევს თავის ტვინის მიკროცირკულაციასა და მეტაბოლიზმს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. გსნყოფილებაში ამჟამად აწარმოებენ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალებისა და ანტიოქსიდანტების თანაფარდობის ანალიზს, განსხვავებული სახის ოქსიდაციის პირობებში.[2]
ბიოქიმიის განყოფილება
რედაქტირებაბიოქიმიის განყოფილებას აკადემიკოსი დავით მიქელაძე ხელმძღვანელობს. განყოფილებაში იწარმოება კვლევები: ნერვულ სისტემაში მიმდინარე ბიქიმიური პროცესების შესწავლის, ნერვული უჯრედების რეგულაციური კომპონენტების დახასიათების, ბიოენერგეტიკული პროცესების ანალიზის შესახებ ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობისას, მხედველობითი იმპრეტინგის მოლეკულური მექანიზმების დახასიათებისა და ეპილეპტოგენეზის პრევენციის გზების ძიების მიმართულებებით.[2]
ნეიროფიზიოლოგიის განყოფილება
რედაქტირებაექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროფიზიოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ზაქარია ნანობაშვილი. ამ განყოფილებაში მთავარი კვლევის საგანას წარმოადგენს თემა: სინაფსური პლასტიკურობა ნორმასა და პათოლოგიაში. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები: ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურებს შორის ურთიერთობა ნორმასა და პათოლოგიაში, ეპილეფსიური აქტივობის მოდულაციის მექანიზმების კვლევა ეპილეფსიის ცხოველურ მოდელებზე, ემოციურ რეაქციებსა და აქტივობას შორის არსებული ემოციური დამოკიდებულება. [2]
მემბრანოლოგიის განყოფილება
რედაქტირებააღნიშნულ განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი გვანცა ჭკადუა. ამ განყოფილების კვლევის მთავარ საგანს ბიოლოგიური მემბრანის ატფ ფაზების სისტემები წარმოადგენს.[2]
რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების განყოფილება
რედაქტირებარეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი მაია მანწკავა. განყოფილებაში შეისწავლიან: სისხლის, პლაზმისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების დეფორმადობის, დენადობისა და მათში არსებული ნაწილაკების ურთიერთქმედების საკითხებს. განყოფილებაში ასევე შეისწავლიან: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, კუჭის სიმსივნესა და თავის ტვინის ინფაქტისა და სხვა პათოლოგიების დროს. ეს განყოფილება მონაწილეობას იღებს COVID-19-ის დიაგნოსტიკაში.[2]
ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილება
რედაქტირებანეიროტოქსიკოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს ბიოლოგიური მეცნიერებების დოქტორი ილია ლაზრიშვილი. შეისწავლება ქიმიური ელემენტების სიჭარბის გავლენა ზრდასრულ ორგანიზმებსა და ზრდადი ორგანიზმების ნეიროგანვითარებაზე. ასევე, ტოქსიკური ნივთიერებებით გამოწვეული დაღვევები თავის ტვინში.[2][5]
ბიოფიზიკის განყოფილება
რედაქტირებააღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელია ბიოლოგიის დოქტორი მაია მახარაძე. ეს განყოფილება მოიცავს სამ ჯგუფს: მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოლოგიური ძვრადობისა და უჯრედის ბიოფიზიკის ჯგუფებს.[2]
რადიობიოლოგიის განყოფილება
რედაქტირებაგანყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი მარინა ნიკოლაიშვილი. აქ შეისწავლება საკითხი, რომელიც ბოლნისისა და დმანისის რაიონებში მცხოვრები პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტორების დადგენას მოიცავს. ასევე სწავლობენ ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებას ვირთაგვების ზრდის ჰორმონსა და ნაშიერების ქცევაზე, ასევე წყალტუბოს რადონის შემცველი წყლების გავლენა აღგზნება-შეკავების მექანიზმებზე რადონის ინჰალაციის დროს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერების მონათხრობი, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი - COVID-19-ის დიაგნოსტიკა, მართვა, პრევენცია, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მზარდი ორგანიზმის პრობლემები მანგანუმის იონების სიჭარბისას, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- რადონის ჰორმეზისის დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით გამოწვეული რისკების კვლევა რადიოთერაპიასა და დიაგნოსტიკაში, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერი ნოდარ მითაგვარია, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბიომედიცინის ცენტრის განვითარების უპრეცედენტო პროექტი დაარქივებული 2021-10-01 საიტზე Wayback Machine. , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, მეცნიერება კაპიტანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ↑ 3.0 3.1 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერი-მენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ დაარქივებული 2021-10-08 საიტზე Wayback Machine. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
- ↑ COVID-19-ის დიაგნოსტიკა ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, „მეცნიერება კაპიტანია“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
- ↑ ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილება, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი