პლაზმააირი რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ იონიზირებულია. დამუხტული ნაწილაკების არსებობა განაპირობებს იმას, რომ პლაზმა ელექტული დენის გამტარია, რის გამოც იგი ძლიერად რეაგირებს მასზე მოდებულ ელექტრომაგნიტურ ველებზე. პლაზმის თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება მყარი სხეულების, სითხეებისა და აირების თვისებებისგან, რის გამოც პლაზმა ნივთიერების განსხვავებულ მდგომარეობად განიხილება. აირების მსგავსად პლაზმას არ აქვს განსაზღვრული ფორმა ან მოცულობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის რაიმე ჭურჭელში/კონტეინერშია მოთავსებული. აირებისგან განსხვავებით მაგნიტური ველის გავლენით პლაზმაში შესაძლებელია სხვადასხვა სტრუქტურების ფორმირება, როგორიცაა ფილამენტები, ნაკადები და ორმაგი შრეები. პლაზმის ტიპური მაგალითებია ალი, ელვა და მზე.

პლაზმური ლამპა, რომელიც წარმოადგენს პლაზმაში მიმდინარე რთული პროცესების ილუსტრაციას, როგორიცაა დენების ფილამენტირება. სხვადასხვა ფერის გამოსხივება არის ელექტრონების იონებთან რეკომბინაციის შემდეგ უფრო დაბალ ენერგეტიკულ დონეზე გადასვლის შედეგი.

პლაზმა ბუნებაში

რედაქტირება

ბუნებაში პლაზმა ნივთიერების ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, როგორც მასით, ასევე დაკავებული მოცულობით. ხშირად ამბობენ, რომ პლაზმა სამყაროში არსებული ნივთიერების 99%-ზე მეტს შეადგენს. კოსმოსიდან მომავალი გამოსხივება თითქმის მთლიანად მოდის ვარსკვლავებიდან, რომლებიც წარმოადგენენ პლაზმას, რომელსაც ისეთი ტემპერატურა აქვს, რომ ხილულ სინათლეს ასხივებს. სამყაროში არსებული ნივთიერების უმეტესობა განთავსებულია გალაქტიკათაშორის სივრცეში (გალაქტიკათაშორისი ნივთიერება), რომელიც ასევე პლაზმის მდგომარეობაშია, თუმცა ვარსკვლავებზე გაცილებით მაღალი ტემპერატურისაა, რის გამოც ძირითადად რენტგენის დიაპაზონში ასხივებს. მეცნიერთა თანამედროვე შეხედულებით, სამყაროში არსებული სრული ენერგიის დაახლოებით 96% არ წარმოადგენს პლაზმას, ან ჩვეულებრივი ნივთიერების რაიმე სხვა ფორმას, არამედ შედგება ფარული მასისა და ფარული ენერგიისაგან. ყველა ვარსკვლავი წარმოადგენს პლაზმას, (გაუხშოებული) ნივთიერება ვარსკვლავებს შორის აგრეთვე პლაზმურ მდგომარეობაშია. მზის სისტემაში იუპიტერი არის ყველაზე დიდი "არაპლაზმური" ობიექტი (რომელიც მზის სისტემის მასის დაახლოებით 0.1%-ს შეადგენს).

ბუნებაში არსებული პლაზმა
ხელოვნურად მიღებული პლაზმა
პლაზმა დედამიწაზე
კოსმოსური პლაზმა

პლაზმის თვისებები და პარამეტრები

რედაქტირება

პლაზმის განმარტება

რედაქტირება

უხეშად პლაზმა შეიძლება განიმარტოს, როგორც ელექტრულად ნეიტრალური ნივთიერება, რომელიც შედგება დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებისგან. უფრო ზუსტი განმარტება გულისხმობს შემდეგი სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას[1][2]:

  1. პლაზმური მიახლოება: დამუხტულ ნაწილაკებს შორის საშუალო მანძილი უნდა იყოს საკმაოდ მცირე, რათა ყოველი ნაწილაკი განიცდიდეს მრავალი ახლომდებარე ნაწილაკის გავლენას (მხოლოდ ერთ/რამდენიმე ახლომდებარე ნაწილაკთან ურთიერთქმედების საპირისპიროდ). პლაზმური მიახლოება სრულდება, როდესაც რომელიმე ნაწილაკის გავლენის არეში (რომელსაც დებაის სფერო ეწოდება) მოქცეულია ბევრი ნაწილაკი, რაც დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის კოლექტიურ ხასიათს განაპირობებს (ასეთი კოლექტიური ეფექტები ნებისმიერი პლაზმის გამორჩეული თვისებაა). ნაწილაკების საშუალო რაოდენობა დებაის სფეროში განისაზღვრება უგანზომილებო სიდიდით, რომელსაც პლაზმური პარამეტრი ეწოდება.
  1. შიდა ურთიერთქმედების პრიორიტეტი: დებაის რადიუსი მცირე უნდა იყოს პლაზმის მახასიათებელ ზომებთან შედარებით. ეს პირობა გულისხმობს, რომ ურთიერთქმედებები პლაზმის შიგნით დომინირებენ იმ ურთიერთქმედებებზე, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პლაზმის საზღვრებზე. როდესაც ეს პირობა დაკმაყოფილებულია, მაშინ პლაზმა შეიძლება ჩაითვალოს კვაზინეიტრალურად.
  2. პლაზმური სიხშირე: ელექტრონული პლაზმური სიხშირე უნდა იყოს დიდი ელექტრონ-იონების დაჯახების სიხშირესთან შედარებით. როდესაც ეს პირობა შესრულებულია, ელექტროსტატიკური ურთიერთქმედებები დომინირებენ გაზურ კინეტიკურ ურთიერთქმედებებზე.

პლაზმის პარამეტრების ტიპური მნიშვნელობები

რედაქტირება

სხვადასხვა ტიპის პლაზმის მახასიათებელი პარამეტრებს შეიძლება ჰქონდეთ ძალიან განსხვავებული მნიშვნელობები, თუმცა ამის მიუხედავად პლაზმის თვისებები შეიძლება ძალიან მსგავსი იყოს. ცხრილში მოცემულია სხვადასხვაგვარი პლაზმის მახასიათებელი პარამეტრები.

 
სხვადასხვა ტიპის პლაზმის ტიპური სიმკვრივე (იზრდება ქვევიდან ზევით) და ტემპერატურა (იზრდება მარცხნიდან მარჯვნივ).
პლაზმის ტიპური პარამეტრები
მახასიათებელი დედამიწის პლაზმა კოსმოსური პლაზმა
ზომა
მეტრებში
10−6 მ-დან (ლაბ. პლაზმისთვის)
102 მ-მდე (ელვისთვის)
10−6 მ-დან (კოსმოსური ხომალდის ირგვლივ)
1025 მ-მდე (გალაქტიკათაშორისი ნისლეული)
არსებობის ხანგრძლივობა
წამებში
10−12 წმ-დან (ლაზერის მიერ გენერირებული პლაზმისთვის)
107 წმ-მდე (ფლუორესცენციული სინათლისთვის)
101 წმ-დან (მზის ანთებები)
1017 წმ-მდე (გალაქტიკათაშორისი პლაზმა)
სიმკვრივე
ნაწილაკი
კუბურ მეტრში
107−3
1032−3
1 მ−3 (გალაქტიკათაშორისი პლაზმა)
1030−3 (ვარსკვლავის გული)
ტემპერატურა
კელვინებში
~0 კ-დან (კრისტალური არანეიტრალური პლაზმა)
108 კ-მდე (დამაგნიტებული პლაზმა მართვარი თერმობირთვული რეაქციების გამოკვლევებში)
102 კ-დან (პოლარული ციალი)
107 კ-მდე (მზის გული)
მაგნიტური ველი
ტესლებში
10−4 ტლ-დან (ლაბ. პლაზმა)
103 ტლ-მდე
10−12 ტლ-დან (გალაქტიკათაშორისი ნივთიერება)
1011 ტლ-მდე (ნეიტრონული ვარსკვლავის სიახლოვეში)

იონიზაციის ხარისხი

რედაქტირება

გარკვეული იონიზაცია აუცილებელია პლაზმის არსებობისთვის. პლაზმის სიმკვრივის ქვეშ როგორც წესი იგულისცმება ელექტრონების სიმკვრივე, ანუ თავისუფალი ელექტრონების რაოდენობა მოცულობის ერთეულში. პლაზმის იონიზაციის ხარისხი არის პლაზმაში დამუხტული ნაწილაკების კონცენტრაციის ფარდობა ნაწილაკების სრულ კონცენტრაციაზე და ძირითადად დამოკიდებულია პლაზმის ტემპერატურაზე. ისეთ ნაწილობრივ იონიზირებულ გაზსაც კი, რომელშიც ნაწილაკების მხოლოდ 1% არის იონიზირებული, შეიძლება გააჩნდეს პლაზმური თვისებები (ანუ აქტიურად რეაგირებდეს მაგნიტურ ველზე და ჰქონდეს მაღალი გამტარებლობა). იონიზაციის ხარისხი α განიმარტება როგორც α = ni/(ni + na) სადაც ni არის იონების კონცენტრაცია, ხოლო na არის ნეიტრალური ნაწილაკების კონცენტრაცია. ელექტრონების კონცენტრაცია დაკავშირებულია იონების კონცენტრაციასთან იონების საშუალო მუხტის <Z>-ის მეშვეობით: ne = <Z> ni, სადაც ne ელექტრონების კონცენტრაციაა.

ტემპერატურა

რედაქტირება

პლაზმის ტემპერატურას როგორც წესი ზომავენ კელვინებში ან ელექტრონვოლტებში. უმეტესად ელექტრონები ახლო არიან თერმოდინამიკურ წონასწორობასთან, მაშინაც კი როდესაც არსებობს საკმაოდ ძლიერი გადახრა მაქსველის განაწილებიდან, მაგალითად პლაზმის ძლიერი გამოსხივების, ენერგეტიკული ნაწილაკების არსებობს ან გარეშე ელექტრული ველის არსებობის გამო. ელექტრონებისა და იონების მასებს შორის ძალიან დიდი განსხვავების გამო ელექტრონები აღწევენ თერმოდინამიკული წონასწორობის მდგომარეობას გაცილებით ადრე, ვიდრე ისინი მოვლენ წონასწორობაში იონებთან ან ნეიტრალებთან. ამ მიზეზის გამო იონური ტემპერატურა პლაზმაში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ელექტრონული ტემპერატურისგან. ეს ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბორატორიულ პლაზმაში, რომელშიც ხშირად იონბის ტემეპერატურა გარემოს ტემპერატურის რიგისაა.

ელექტრონების, იონებისა და ნეიტრალების ტემპერატურების მიხედვით განარჩევენ თერმულ და არათერმულ პლაზმას. თერმულ პლაზმაში ელექტრონებისა და მძიმე ნაწილაკების ტემპერატურები ტოლია, ანუ სხვადასხვა ტიპის ნაწილაკები იმყოფებიან თერმოდინამიკურ წონასწორობაში, ხოლო არათერმულ პლაზმაში იონების ტემპერატურა განსხვავდება (როგორც წესი გაცილებით ნაკლებია) ელექტრონების ტემპერატურაზე.

(ელექტრონული) ტემპერატურა არის ძირითადი სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს პლაზმის იონზაციის ხარისხს. პლაზმას ზოგჯერ ეძახიან ცხელს თუკი იგი თითქმის მთლიანად იონიზირებულია, და ცივს თუკი იონიზაციის ხარისხი დაბალია.

პოტენციალი

რედაქტირება
 
ელვა არის დედამიწის ზედაპირზე არსებული პლაზმის მაგალითი. ელვის დროს დენის ტიპური მნიშვნელობა 30 000 ამპერია, ხოლო ძაბვისა 100 მლნ ვოლტი. ელვა ასხივებს ხილულ სინათლეს, რადიო ტალღებს, რენტგენის სხივებს და გამა გამოსხივებასაც კი.[3] პლაზმის ტემპერატურა ელვის დროს აღწევს 28 000 კელვინს, ხოლო ელექტრონების კონცენტრაცია შეიძლება იყოს 1024−3.

რადგან პლაზმა კარგი გამტარია, ელექტრული პოტენციალი მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პოტენციალს, რომელიც პლაზმაში არსებობს (იმის მიუხედავად, როგორ არის შესაძლებელი მისი გაზომვა) პლაზმის პოტენციალი ჰქვია. თუ პლაზმაში მოვათავსებთ გარკვეული პოტენციალის მქონე ელექტროდს, მისი პოტენციალიიქნება გაცილებით მცირე პლაზმის პოტენციაზე დებაის ეკრანირების გამო. კარგი გამტარებლობა უზრუნველუოფს, რომ პლაზმაში არსებული ელექტრული ველები ძალზე მცირეა. ეს შედეგი უკავშირდება ძალზე მნიშვნელოვან კვაზინეიტრალურობის ცნებას, რომლის მიხედვითაც პლაზმაში უარყოფითად დამუხტული ნაწიკების მუხტის სიმკვრივე დაახლოებით ტოლია დადებითად დამუხტული ნაწილაკების მუხტის სიმკვრივისა პლაზმის საკმაოდ დიდ მოცულობაში (ne = <Z>ni), თუმცა დებაის რადიუსის რიგის მანძილებზე შესაძლებელია არსებობდეს მუხტის დისბალანსი.

ელექტრული პოტენციალის მნიშვნელობა პლაზმაში არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ მუხტის სიმკვრივით. მის საპოვნელად ხშირად უშვებენ, რომ ელექტრონები ექვემდებარებია ბოლცმანის განაწილებას:

 .

ამ თანაფარდობის გაწარმოება საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ელექტრული ველი თუ ცნობილია მუხტის სიმკვრივე:

 .

შესაძლებელია არსებობდეს პლაზმა, რომელიც არაა კვაზიანეიტრალური , მაგალითად ელექტრონული ჭავლები მხოლოდ უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებს შეიცავენ, თუმცა ასეთი პლაზმის კონცენტრაცია საკმაოდ დაბალი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პლაზმა განეიტრალებული იქნება წარმოქმნილი ელექტროსტატიკური ძალების მეშვეობით.

ასტროფიზიკურ პლაზმაში დებაის ეკრანირება ხელს უშლის ელექტრულ ველებს პლაზმაზე პირდაპირი გავლენა მოახდინონ, თუმცა დამუხტული ნაწილაკების არსებობა და მათი მოძრაობა აგენერირებს მაგნიტურ ველებს, რომლებიც გავლენის ახდენენ პლაზმის დინამიკაზე. ასეთი ბმა იწვევს პლაზმის დინამიკის ძალიან რთულ ხასიათს, რომელიც გამოიხატება მაგალითად ორმაგი შრეების გენერაციაში. პლაზმისა და მის მიერ გენერირებული მაგნიტური ველების თვითშეთანხმებულ დინამიკას სწავლობს პლაზმის ფიზიკის დარგი მაგნიტური ჰიდროდინამიკა.

დამაგნიტება

რედაქტირება

პლაზმა, რომელშიც მაგნიტური ველი იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე, დამაგნიტებული ეწოდება. დამაგნიტების რაოდენობრივი კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ ნაწილაკმა უნდა შეასრულოს ერთი ბრუნი მაინც მაგნიტური ველის ძალწირის გარშემო, მანამ, სანამ იგი განიცდის ერთ დაჯახებას. (ანუ ωcecoll > 1, სადაც ωce არის ელექტრონის ციკლოტრონული სიხშირე, ხოლო νcoll არის ელექტრონების დაჯახების სიხშირე). ხშირად ხდება ისე, რომ ელექტრონები არიან დამაგნიტებული, ხოლო იონები არიან დაუმაგნიტებელი. დამაგნიტებული პლაზმა ანიზოტროპულია: მისი თვისებები მაგნიტური ველის პარალელურად და მის პერპენრიკულარულად განსხვავებულია. პლაზმაში ელექტრული ველი როგორც წესი ძალიან მცირეა მაღალი გამტარებლობის გამო, ხოლო პლაზმა, რომელიც მოძრაობს მაგნიტურ ველში განიცდის E = -v x B (სადაც E ელექტრული ველია, v სიჩქარეა და B მაგნიტური ველია), ველის მოქმედებას, რომელიც არ ექვემდებარება დებაის ეკრანირებას.[4].

პლაზმისა და აირადი მდგომარეობის შედარება

რედაქტირება

პლაზმა ხშირად ნივთიერების მეოთხე მდგომარეობას უწოდებენ. ის განსხვავდება ნივთიერების დამარჩენი, დაბალენერგიული მდგომარეობებისგან, როგორიცაა აირადი, თხევადი და მყარი სხეულის მდგომარეობები. მიუხედავად იმისა, რომ პლაზმა საკმაოდ ჰგავს აირად მდგომარეობას (იმითი, რომ ვერცერთი მათგანი ვერ ინარჩუნებს ვერც გარკვეულ ფორმას და ვერც მოცულობას), ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:

თვისება აირი პლაზმა
ელექტრული გამტარებლობა ძალიან დაბალი
აირი ძალიან კარგი იზოლატორია, სანაა ის არ გადავა პლაზმურ მდგომარეობაში, როდესაც მასზე მოდებული ელექტრული ველი არ მიაღწევს მნიშვნელობას 30 კილოვოლტი სანტიმეტრზე.[5]
ძალიან მაღალი
ხშირ შემთხვევაში პლაზმის გამტარებლობა შეიძლება ჩაითვალოს უსასრულოდ.
დამოუკიდებელი კომპონენტები ერთი
აირის ყველა ნაწილაკის დინამიკა მსგავია, მათზე ერთნაირად მოქმედებს გრავიტაცია და დაჯახებები.
ორი ან სამი
ელექტრონები, იონები, პროტონები და ნეიტრონები განსხვავდებიან მათი მუხტის მნიშვნელობითა და ნიშნით. ამის გამო ისინი სხვადასხვაგვარად იქცევიან სხვადასხვა გარემოებებში. მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული საშუალო სიჩქარეები, ტემპერატურები, რაც იწვევს ახალი ტიპის ფიზიკური მოვლენების გაჩენას, როგორიცაა ახალი ტიპის ტალღები და არამდგრადობები.
სიჩქარეების განაწილება მაქსველის განაწილება
დაჯახებების გავლენით განაწილების ფუნქცია სწრაფად ხდება მაქსველური, და ძალიან სწრაფი ნაწილაკების რაოდენობა მცირეა.
ხშირად არამაქსველური
ცხელ პლაზმაში ხშირად დაჯახებითი ურთიერთქმედებები იშვიათია, რის გამოც გარე ძალებს მარტივად გამოჰყავთ პლაზმა წონასწორობის მდგომარეობიდან, და პლაზმაში ხშირად არსებობს სწრაფი ნაწილაკების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ურთიერთქმედებები წყვილური
ორნაწილოვანი დაჯახებები არის დომინანტი, სამნაწილაკოვანი იშვიათია.
კოლექტიური
ნაწილაკები ურთიერთქმედებენ შორ მანძილებზე ელექტრული და მაგნიტური ძალების მეშვეობით.

კომპლექსური პლაზმური მოვლენები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ პლაზმის აღმწერი განტოლებები შედარებით მარტივია, პლამური მოვლენების დინამიკა უაღრესად მრავალფეროვანია. მარტივ მოდელებში მოულოდნელი მრავალფეროვნება კომპლექსური სისტემების დამახასიათებელი თვისებაა. პლაზმისთვის ხშირად მახასიათებელია სხვადასხვა ზომის მრავალფეროვანი სტრუქტურების ფორმირება.

  1. R. O. Dendy (1990). Plasma Dynamics. Oxford University Press. ISBN 0198520417. 
  2. Daniel Hastings, Henry Garrett (2000). Spacecraft-Environment Interactions. Cambridge University Press. ISBN 0521471281. 
  3. See Flashes in the Sky: Earth's Gamma-Ray Bursts Triggered by Lightning
  4. Richard Fitzpatrick, Introduction to Plasma Physics, Magnetized plasmas
  5. Hong, Alice. (2000)Dielectric Strength of Air. The Physics Factbook.