ნიკოლა ტესლა
ნიკოლა ტესლა (სერბ. Ни́кола Те́сла; ინგლ. Nikola Tesla; დ. 10 ივლისი, 1856, სოფ. სმილიანი, ახლანდ. ხორვატია — გ. 7 იანვარი 1943, ნიუ-იორკი) — სერბული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო- და რადიოტექნიკის სფეროში. დაიბადა ავსტრიის იმპერიაში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა გრაცის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და პარიზის უნივერსიტეტში (1875–1880). 1882 წლამდე მუშაობდა ბუდაპეშტის ტელეგრაფის კომპანიაში, 1882–1885 წლებში — ტომას ალვა ედისონის ელექტროტექნიკის კომპანიაში, ჯერ პარიზში, ხოლო 1884 წელს აშშ-ში გადასვლის შემდეგ — ნიუ-იორკში. 1887 წელს ნიუ-იორკში დააარსა ელექტროტექნიკის საკუთარი ლაბორატორია და შექმნა ორფაზიანი ცვლადი დენის პირველი გენერატორი.[17]
1888 წელს (იტალიელი ფიზიკოსის, გალილეო ფერარისისგან დამოუკიდებლად) მკაცრი სამეცნიერო აღწერა მისცა მბრუნავი მაგნიტური ველის მოვლენებს. იმავე წელს პატენტები მიიღო მრავალფაზიანი ცვლადი დენის საშუალებით ელექტროენერგიის გადაცემის სისტემისა და მრავალფაზიანი ელექტრული მანქანების (ასინქრონულ ელექტროძრავზე და სხვ.) გამოგონებაზე. ორფაზიანი სისტემის გამოყენებით, რომელსაც ნიკოლა ტესლა ყველაზე ეკონომიურად თვლიდა, აშშ-ში ჩაეშვა რიგი სამრეწველო ელექტროდანადგარები, მ.შ. ნიაგარის ჰიდროელექტროსადგური (1895). 1889–1895 წლებში დაკავებული იყო მაღალი სიხშირისა და მაღალი ძაბვის დენის შესწავლით. გამოიგონა მაღალსიხშირული გენერატორებისა (მ.შ. ინდუქტორული ტიპის) და მაღალვოლტიანი მაღალსიხშირული ტრანსფორმატორების (ე.წ. ტესლას ტრანსფორმატორი, 1891) პირველი ნიმუშები; პირველმა აჩვენა მაღალსიხშირული დენის ფიზიოლოგიური ზემოქმედება.[17]
1896—1905 წლებში იკვლევდა ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის შესაძლებლობას; ამ შრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს რადიოტექნიკის განვითარებაზე. 1899 წელს კოლორადო-სპრინგზში მოაწყო ლაბორატორია 60-მეტრიანი კოშკ-ანძით, რათა შეესწავლა ჭექა-ქუხილის განმუხტვა და ატმოსფერული ელექტრობა. ექსპერიმენტების მსვლელობისას აღმოაჩინა დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველში „მდგარი ტალღების“ არსებობა, რომლებსაც შეუძლია ელექტრული ენერგიის გადაცემა მნიშვნელოვან მანძილზე; საკუთარი აღმოჩენა წარმოაჩინა თავისავე კონსტრუირებული მძლავრი „გამაძლიერებელი გადამცემის“ დახმარებით (გადაცემის სიშორემ 48 კმ შეადგინა).[17]
საკუთარ გამოგონებებზე 300-მდე პატენტი მიიღო (მათ შორისაა — ელექტრული მრიცხველი, სიხშირესაზომი, ელექტროძრავების კონსტრუქციების, რადიომიმღებების, ორთქლის ტურბინების რიგი გაუმჯობესებები). 1917 წელს შეიმუშავა წყალქვეშა ნავების რადიოაღმოჩენის სისტემა (პირველი რადიოლოკატორი). დაჯილდოებულია ელიოტ კრესონის (1894), ტომას ედისონის (1916), ჯონ სკოტის (1934) მედლებით. ტესლას სახელი ეწოდა მაგნიტური ინდუქციის საზომ ერთეულს.[17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლა ტესლას მუზეუმი დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.
- ტესლა, დავიწყებული ამერიკელი მეცნიერი
- ტესლას ევროპული წლები დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine.
- ტესლას — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ნიკოლა ტესლა — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ნიკოლა ტესლა — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- NikolaTesla.fr დაარქივებული 2011-10-01 საიტზე Wayback Machine. - 1000-ზე მეტი დოკუმენტი ტესლას შესახებ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 Nikola Tesla
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
- ↑ 6.0 6.1 GeneaStar
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Цверава Г. К. Тесла Никола // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1976. — Т. 25 : Струнино — Тихорецк. — С. 512–513.
- ↑ Finn B. S. Tesla, Nikola (9/10 July 1856–07 January 1943), electrical inventor // American National Biography Online / S. Ware — [New York]: Oxford University Press, 2018. — ISSN 1470-6229 — doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1301654
- ↑ Nikola Tesla: Physicist, Inventor, Electrical Engineer — ISBN 978-0-7565-4086-9
- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/5167054.stm
- ↑ http://www.history.com/topics/inventions/nikola-tesla
- ↑ Nikola tesla
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 http://www.krugosvet.ru/articles/51/1005165/1005165a1.htm
- ↑ https://books.google.fr/books?id=_lLqDwAAQBAJ&pg=PA1906&lpg=PA1906
- ↑ L'Information universitaire — 1937. — ISSN 2024-3693
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 Тесла Никола // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 97.