ტესლას ტრანსფორმატორი

ტესლას ტრანსფორმატორი — მაღალძაბვიანი იმპულსური ტრანსფორმატორი, რომელშიც შედის უგულარო ტრანსფორმატორი, განმუხტველი და ელექტრული კონდესატორი. ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი წარმოადგენს სქელი სპილენძის მავთულისაგან დამზადებული სპირალის რამდენიმე ხვიას, მეორეული გრაგნილი შედგება წვრილი იზოლირებული სპილენძის დიდი რაოდენობის მავთულის ხვიებისაგან. გამოიგონა ნ. ტესლამ 1891 წელს. რადიოტექნიკური განვითარების საწყის ეტაპზე იყენებდნენ რადიოსადგურებში მაღალი სიხშირის რხევათა წყაროდ, შემდგომ კი — სადემონსტრაციო მიზნით.

ტესლას ტრანსფორმატორი

ლიტერატურა

რედაქტირება