ნიკოლა ტესლა

სერბი-ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი

ნიკოლა ტესლა (სერბ. Ни́кола Те́сла; ინგლ. Nikola Tesla; დ. 10 ივლისი, 1856, სოფ. სმილიანი, ახლანდ. ხორვატია — გ. 7 იანვარი 1943, ნიუ-იორკი) — სერბული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო- და რადიოტექნიკის სფეროში. დაიბადა ავსტრიის იმპერიაში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა გრაცის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და პარიზის უნივერსიტეტში (1875–1880). 1882 წლამდე მუშაობდა ბუდაპეშტის ტელეგრაფის კომპანიაში, 1882–1885 წლებში — ტომას ალვა ედისონის ელექტროტექნიკის კომპანიაში, ჯერ პარიზში, ხოლო 1884 წელს აშშ-ში გადასვლის შემდეგ — ნიუ-იორკში. 1887 წელს ნიუ-იორკში დააარსა ელექტროტექნიკის საკუთარი ლაბორატორია და შექმნა ორფაზიანი ცვლადი დენის პირველი გენერატორი.[17]

ნიკოლა ტესლა
სერბ. Никола Тесла[1]
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1856(1856-07-10)[2] [3] [1] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი სმილიანი[8] [1]
გარდ. თარიღი 7 იანვარი, 1943(1943-01-07)[8] [2] [3] [9] [1] [4] [5] [6] (86 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი[8] [1]
დასაფლავებულია ნიკოლა ტესლას მუზეუმი[1]
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია[1]
უნგრეთის სამეფო
აშშ[1]
ეროვნება ხორცვატიის სერბები[10] [11] [12]
საქმიანობა გამომგონებელი[1] , ელექტროინჟინერი[1] , მანქანათმშენებელი[1] , ფიზიკოსი[1] და ფუტუროლოგი
მუშაობის ადგილი Tesla Electric Light & Manufacturing[1] და Westinghouse Electric[1]
ალმა-მატერი კარლოვაცის გიმნაზია[1] , გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი[1] და კარლის უნივერსიტეტი
მეუღლე [1]
მამა მილუტინ ტესლა[1]
დედა დუკა ტესლა[1]
ჯილდოები თეთრი არწივის ორდენის დიდი ჯვარი[13] , ედისონის მედალი[1] , ელიოტ კრესონის მედალი[1] , ჯონ სკოტის მედალი[1] , Knight Grand Cross of the Order of Saint Sava, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[1] , ზაგრების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , Grand cross of the Order of the White Lion, IEEE-ის წევრი, AAAS-ის წევრი, Honorary doctor of the Technical University of Graz, თეთრი ლომის ორდენი[14] , წმინდა საბას ორდენი[14] , Order of the Crown[14] , Order of Prince Danilo I[14] და doctor honoris causa from the University of Paris[15] [16]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

1888 წელს (იტალიელი ფიზიკოსის, გალილეო ფერარისისგან დამოუკიდებლად) მკაცრი სამეცნიერო აღწერა მისცა მბრუნავი მაგნიტური ველის მოვლენებს. იმავე წელს პატენტები მიიღო მრავალფაზიანი ცვლადი დენის საშუალებით ელექტროენერგიის გადაცემის სისტემისა და მრავალფაზიანი ელექტრული მანქანების (ასინქრონულ ელექტროძრავზე და სხვ.) გამოგონებაზე. ორფაზიანი სისტემის გამოყენებით, რომელსაც ნიკოლა ტესლა ყველაზე ეკონომიურად თვლიდა, აშშ-ში ჩაეშვა რიგი სამრეწველო ელექტროდანადგარები, მ.შ. ნიაგარის ჰიდროელექტროსადგური (1895). 1889–1895 წლებში დაკავებული იყო მაღალი სიხშირისა და მაღალი ძაბვის დენის შესწავლით. გამოიგონა მაღალსიხშირული გენერატორებისა (მ.შ. ინდუქტორული ტიპის) და მაღალვოლტიანი მაღალსიხშირული ტრანსფორმატორების (ე.წ. ტესლას ტრანსფორმატორი, 1891) პირველი ნიმუშები; პირველმა აჩვენა მაღალსიხშირული დენის ფიზიოლოგიური ზემოქმედება.[17]

1896—1905 წლებში იკვლევდა ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის შესაძლებლობას; ამ შრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს რადიოტექნიკის განვითარებაზე. 1899 წელს კოლორადო-სპრინგზში მოაწყო ლაბორატორია 60-მეტრიანი კოშკ-ანძით, რათა შეესწავლა ჭექა-ქუხილის განმუხტვა და ატმოსფერული ელექტრობა. ექსპერიმენტების მსვლელობისას აღმოაჩინა დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველში „მდგარი ტალღების“ არსებობა, რომლებსაც შეუძლია ელექტრული ენერგიის გადაცემა მნიშვნელოვან მანძილზე; საკუთარი აღმოჩენა წარმოაჩინა თავისავე კონსტრუირებული მძლავრი „გამაძლიერებელი გადამცემის“ დახმარებით (გადაცემის სიშორემ 48 კმ შეადგინა).[17]

საკუთარ გამოგონებებზე 300-მდე პატენტი მიიღო (მათ შორისაა — ელექტრული მრიცხველი, სიხშირესაზომი, ელექტროძრავების კონსტრუქციების, რადიომიმღებების, ორთქლის ტურბინების რიგი გაუმჯობესებები). 1917 წელს შეიმუშავა წყალქვეშა ნავების რადიოაღმოჩენის სისტემა (პირველი რადიოლოკატორი). დაჯილდოებულია ელიოტ კრესონის (1894), ტომას ედისონის (1916), ჯონ სკოტის (1934) მედლებით. ტესლას სახელი ეწოდა მაგნიტური ინდუქციის საზომ ერთეულს.[17]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 Nikola Tesla
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 8.2 Цверава Г. К. Тесла Никола // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1976. — Т. 25 : Струнино — Тихорецк. — С. 512–513.
  9. Finn B. S. Tesla, Nikola (9/10 July 1856–07 January 1943), electrical inventor // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2018. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1301654
  10. Nikola Tesla: Physicist, Inventor, Electrical EngineerISBN 978-0-7565-4086-9
  11. http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/5167054.stm
  12. http://www.history.com/topics/inventions/nikola-tesla
  13. Nikola tesla
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 http://www.krugosvet.ru/articles/51/1005165/1005165a1.htm
  15. https://books.google.fr/books?id=_lLqDwAAQBAJ&pg=PA1906&lpg=PA1906
  16. L'Information universitaire — 1937. — ISSN 2024-3693
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Тесла Никола // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 97.