ცვლადი დენი
ცვლადი დენი (AC) — ელექტრული დენი, რომელიც პერიოდულად იცვლის მიმართულებას და დროთა განმავლობაში მუდმივად იცვლის სიდიდეს, განსხვავებით მუდმივი დენისგან (DC), რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება. ცვლადი დენით მიეწოდება ელექტროენერგია შენობებს და შესაბამისად ეს არის ელექტროენერგიის ფორმა, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ ნებისმიერი ტექნიკის დენცქვიტაში შეერთებისას. აბრევიატურა (AC) და (DC) ხშირად გამოიყენება ცვლადი და მუდმივი დენის მაგიერ.[1][2]
ალტერნატიული დენის ტალღის ფორმა უმეტეს ელექტრონულ სქემაში არის სინუსოიდი. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ტალღის ფორმებიც გამოიყენება, როგორიცაა სამკუთხა ან კვადრატული ტალღები.
გადაცემა, განაწილება და საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის მიწოდება
რედაქტირებაელექტროენერგია ნაწილდება ცვლადი დენის სახით, რადგანაც AC ძაბვა შეიძლება გაზრდოს და შემცირდეს ტრანსფორმატორის მეშვეობით. ეს შესაძლოს ხდის ელექტროენერგიის ეფექტურ გადაცემას მაღალ ძაბვაზე, რაც სადენის წინაღობის შედაგად დანაკარგებს ამცირებს და შემდეგ გარდაიქმნება უფრო დაბალ, უსაფრთხო ძაბვაზე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. ენერგიის დანაკარგები ( ) სადენში არის დენის კვადრატისა და სადენის წინაღობის ნამრავლი, რომელიც აღწერილია ფორმულით:
ეს ნიშნავს, რომ ენერგიის ფიქსირებული ოდენობის სადენზე გადაცემისას დენის განახევრება (ძაბვის გაორმაგება) დანაკარგებს მეოთხედამდე ამცირებს.
გადაცემული ენერგია ტოლია დენისა და ძაბვის ნამრავლის:
შედეგად, ენერგიის გადაცემა მაღალ ძაბვაზე ითხოვს ნაკლებ დანაკარგების გამომწვევ დენს, ვიდრე იგივე ენერგიის გადაცემა დაბალ ძაბვაზე. ენერგია ძირითადად გადაეცემა ასობით კილოვოლტზე გადამცემ კოშკებზე, შემდგომ გარდაიქმნება ათობით კილოვოლტამდე ქვედა დონის სადენებზე გადასაცემად და ბოლოს გარდაიქმნება 100 - 240 ვოლტამე საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- N. N. Bhargava (1983). Basic Electronics & Linear Circuits. Tata McGraw-Hill Education, გვ. 90. ISBN 978-0-07-451965-3.
- National Electric Light Association (1915). Electrical meterman's handbook. Trow Press, გვ. 81.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ N. N. Bhargava (1983). Basic Electronics & Linear Circuits. Tata McGraw-Hill Education, გვ. 90. ISBN 978-0-07-451965-3.
- ↑ National Electric Light Association (1915). Electrical meterman's handbook. Trow Press, გვ. 81.