ელექტრული ძაბვა
ელექტრული ძაბვა (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც უდრის ელექტრული წრედის ან ელექტრული ველის ორ წერტილს შორის ელექტრული ველის მიერ შესრულებულ მუშაობას ერთეული დადებითი მუხტის გადაადგილებისას ველის ერთი წერტილიდან მეორეში. პოტენციურ ელექტრულ ველში ეს მუშაობა მუხტის გადაადგილების გზაზე არ არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ორ წერტილს შორის ძაბვა ემთხვევა მათ შორის პოტენციალთა სხვაობას.
ელექტრული ძაბვა | |
---|---|
სიმბოლოს აღნიშვნა | |
SI სისტემა | ვოლტი |
სხვა სიდიდეებიდან წარმოება |
, |
განზომილება | L2MT-3I-1 |
სურათები ვიკისაწყობში |
თუ ველი არაპოტენციურია, მაშინ ძაბვა დმოკიდებულია იმ გზაზე, რომლითაც მუხტი გადაადგილდება წერტილებს შორის. გარე ძალებად წოდებული არაპოტენციური ძალები მოქმედებს მუდმივი დენის ნებისმიერი წყაროს (გენერატორი, აკუმულატორი, გალვანური ელემენტი და სხვა) შიგნით. დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვის ქვეშ ყოველთვის გულისხმობენ წყაროს გარეთმდებარე გზის გასწვრივ ერთეული დადებითი მუხტის გადაადგილებისას ელექტრული ველის მიერ შესრულებულ მუშაობას. ამ შემთხვევაში ელექტრული ძაბვა U უდრის წყაროს მომჭერებზე პოტენციალთა სხვაობას და განსიაზღვრება ომის კანონით:
- ,
სადაც არის დენის ძალა, — წყაროს შიგა წინაღობამ ხოლო — მისი ელექტრომამოძრავებელი ძალა (ემძ). განრთული წრედის დროს () ელექტრული ძაბვის მოდულით უდრის წყაროს ემძ-ს. ამიტომ წყაროს ემძ-ს ხშირად განსაზღვრავენ როგორც ელექტრულ ძაბვის მიერ მომჭერებზე განრთული წრედის დროს.
ცვლადი დენის შემთხვევაში ელექტრული ძაბვა ხასიათდება მოქმედი (ეფექტური) მნიშვნელობით, რომელიც პერიოდის განმავლობაში ძაბვის მნიშვნელობის საშუალო კვადრატულია. ძაბვა ცვლადი დენის წყაროს ან ინდუქციურობის კოჭას მომჭერებზე იზომება ელექტრული ველის მეშვეობით, რომელიც სრულდება ერთეული დადებითი მუხტის გადაადგილებისას წყაროს ან კოჭას გარეთ მდებარე გზის გასწვრივ. გრიგალური (პოტენციური) ელექტრული ველი ამ გზაზე პრაქტიკულად არ არსებობს და ძაბვა უდრის პოტენციალთა სხვაობას.
ელექტრულ ძაბვას ზომავენ ვოლტმეტრით.
ძაბვის ერთეული SI სისტემაში არის ვოლტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 260-261.