გამტარი — ნივთიერებას ან სხეულს, რომელიც შეიცავს თავისუფალ (ან მაკროსკოპიული გადაადგილების საშუალების მქონე) მუხტს. მეტალის გამტარებში, როგორიცაა სპილენძი ან ალუმინი თავისუფალ მუხტს ელექტრონები წარმოადგენენ. დადებითად დამუხტული ნაწილაკები (მაგალითად იონები ასევე შეიძლება შეადგენდნენ თავისუფალ მუხტს).

ყველა გამტარში არის მუხტი, რომელიც მოძრაობას იწყებს, როდესაც გამტარის ბოლოებზე არის ელექტრული პოტენციალების სხვაობის მოდული მეტი ნოლზე. დამუხტული ნაწილაკების ამ მოწესრიგებულ მოძრაობას ელექტრული დენი ეწოდება (ერთეული ამპერი). გამტარების უმეტესობაში გამავალი დენი მოდებული ელექტრული პოტენციალის პროპორციულია (ომის კანონი).

ტიპური გამტარები მეტალები არიან. ელექტრული სადენების დასამზადებლად ძირთადად სპილენძი გამოიყენაბა. ვერცხლი საუკეთესო გამტარია, მაგრამ გაცილებით ძვირია. ოქრო გამოიყენება ზედაპირებს შორის მაღალი ხარისხის გამტარებლობის მისაღწევად. არსებობს აგრეთვე არამეტალი გამტარები, მაგალითად გრაფიტი და მარილების ხსნარები. როგორც წესი კარგიმ გამტარია ასევე პლაზმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება