ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ადენოზინტრიფოსფორმჟავა (ატფ) — უჯრედის ნებისმიერი ფუნქციის ენერგიით უზრუნველყოფის უშუალო წყარო. უჯრედის ყოველგვარი აქტივობა — მოძრაობა, ბიოსინთეზი, ელექტრობის გენერაცია და სხვ. — ხორციელდება ატფ-ის ჰიდროლიზის შედეგად გათავისუფლებულ ენერგიის ხარჯზე.
ადენოზინტრიფოსფორმჟავა | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | C10H16N5O13P3 |
მოლური მასა | 507.18 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.04(დინატრიუმის მარილი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 187(დინატრიუმის მარილი) °C |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 6.5 |
ქიმიური თვისებები
რედაქტირებაქიმიური სტრუქტურის მიხედვით ატფ განეკუთვნება ნუკლეოტიდებს. ის შეიცავს ადენოზინს და ფოსფორმჟავას სამ ნაშთს. თავად ადენოზინი შედგება აზოტოვანი ფუძე ადენინისა და ნახშირწყალ რიბოზასგან.
ატფ-ის ემპირიული ფორმულაა: C10H16N5O13P3.
ატფ-ის მოლეკულური სტუქტურა არასტაბილურია, სპეციფიკური ფერმენტების ზეგავლენით ის განიცდის ჰიდროლიზს — იერთებს წყლის მოლეკულას და იხლიჩება:
- ატფ + H2O → ადფ + H3PO4 + ენერგია
- ატფ + H2O → ამფ + H4P2O7 + ენერგია
ამ დროს საბოლოო ფოსფორიანი ნაშთი გვაძლევს ფოსფორმჟავას, ხოლო ატფ გარდაიქმნება ადენოზინდიფოსფორმჟავად (ადფ) ან ადენოზინმონოფოსფორმჟავად (ამფ). ამ რეაქციის შედეგად თავისუფლდება 40-დან 60-მდე კ ჯოულ/მოლი ენერგია.ატფ გამოიყენება როგორც ცხოველურ ასევე მცენარეულ უჯრედში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ადენოზინდიფოსფორმჟავა (ადფ)
- ადენოზინმონოფოსფორმჟავა (ამფ)
- მიტოქონდრია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 88-89.