ნუკლეოტიდები

(გადამისამართდა გვერდიდან ნუკლეოტიდი)

ნუკლეოტიდები, ადენოზინფოსფორის მჟავები — ადენოზინის მონო-, დი-, და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი, ნახშირწყალი რიბოზა და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ-სა და ატფ-ში ქიმიური ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს უწოდებენ. ფოსფორმჟავას ნაშთის დაკარგვისას თავისუფლდება ენერგია, რომელიც ხმარდება უჯრედში მიმდინარე სასიცოხცლო პროცესების შესრულებას, უპირველეს ყოვლისა — ცილების ბიოსინთეზს.

გავრცელებული ნიკლეოტიდების სტრუქტურული ელემენტები

ადენოზინმონოფოსფორმჟავა (ამფ) შეიცავს ფოსფორმჟავას ერთ ნაშთს. მოლური მასა 347,23 გ/მოლი. ამფ-ს გარდა ატფ იმ კოფერმენტების (ნიკოტინ-ადენილდინუკლეოტიდი — ნად და ფლავინ-ადენილდინუკლეოტიდი — ფად) კომპონენტია, რომლებიც მონაწილეობენ ჟანგვა-აღდგენითს რეაქციებში. გარდა ამისა, ამფ კოენზიმ A-ს შემადგენელი ნაწილია. ადენოზინდიფოსფორმჟავა (ადფ) შეიცავს ფოსფორმჟავას ორ ნაშთს. მოლური მასა 427,22 გ/მოლი. მიიღება ატფ-იდან ფოსფორმჟავას ერთი ნაშთის დაკარგვისას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგვით ფოსფორილირებასა და ენერგეტიკულ ცვლაში. ადენოზინტრიფოსფორმჟავა (ატფ) შეიცავს ფოსფორმჟავას სამ ნაშთს. მოლური მასა 507,21 გ/მოლი. სუბსტრატია ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზისათვის. ადენოზინტრიფოსფატაზების მოქმედებით ატფ კარგავს ფოსფარმჟავას ერთ ან ორ მოლეკულას; წარმოიქმნება ადენოზინდისფოსფორმჟავა (ადფ) ან ადენოზინმონოფოსფორმჟავა (ამფ) და თავისუფლდება ენერგიის დიდი რაოდენობა. ეს ენერგია გამოიყენება კუნთის შეკუმშვის, ჯირკვლების სეკრეციის, ცილებისა და სხვა ნაერთების ბიოსინთეზისათვის. ატფ უჯრედის ფუნქციური მოქმედებისათვის საჭირო ენერგიის მთავარი წყაროა. უჯრედი მას დიდი რაოდენობით მოითხოვს. ამიტომ განუწყვეტლივ ხდება მისი ხელხახლი სინთეზი, ძირითადად ნახშირწყლების დაშლის დროს მიღებული ენერგიის ხარჯზე. ამით აიხსნება ის, რომ უჯრედში ატფ-ის რაოდენობა არ იცვლება. ჟანგვითი ფოსფორილირება — ქიმიური ენერგიის გამოყენება ატფ-ის სინთეზისათვის — მიმდინარეობს მიტოქონდრიებში. ადენოზინფოსფორის ების შესწავლის ერთ-ერთ უკანასკნელ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ციკლური ადენილი მჟავას აღმოჩენა, რომელიც მიიღება ატფ-ზე ფერმენტ ციკლაზის კატალიზური მოქმედებით. ციკლური ადენილის მჟავა ააქტივებს იმ ელემენტების მოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედის ენერგეტილულ ცვლაში. ატფ-ის დინატრიუმისა და მონოკალციუმის მარილების ხსნარს იყენებენ კუნთების დისტროფიის, გულისა და პერიფერიული სისხლძაღვების სპაზმის სამკურნალოდ. ახლად გადატანილი გულის კუნთის ინფარქტისა და ფილტვების ანთებითი ხასიათის დაავადებათა დროს მისი გამოყენება არ შეიძება.

ნუკლეოტიდები

რედაქტირება

გავრცელებული ნუკლეოტიდებია:

 
ადენოზინის მონოფოსფატი
AMP
 
ადენოზინის დიფოსფატი
ADP
 
ადენოზინის ტრიფოსფატი
ATP
 
გუანოზინის მონოფოსფატი
GMP
 
გუანოზინის დიფოსფატი
GDP
 
გუანოზინის ტრიფოსფატი
GTP
 
თიმიდინის მონოფოსფატი
TMP
 
თიმიდინის დიფოსფატი
TDP
 
თიმიდინის ტრიფოსფატი
TTP
 
ურიდინის მონოფოსფატი
UMP
 
ურიდინის დიფოსფატი
UDP
 
ურიდინის ტრიფოსფატი
UTP
 
ციტიდინის მონოფოსფატი
CMP
 
ციტიდინის დიფოსფატი
CDP
 
ციტიდინის ტრიფოსფატი
CTP

დეზოქსინუკლეოტიდები

რედაქტირება

გავრცელებული დეზოქსინუკლეოტიდებია:

 
დეზოქსიადენოზინის მონოფოსფატი
dAMP
 
დეზოქსიადენოზინის დიფოსფატი
dADP
 
დეზოქსიადენოზინის ტრიფოსფატი
dATP
 
დეზოქსიგუანოზინის მონოფოსფატი
dGMP
 
დეზოქსიგუანოზინის დიფოსფატი
dGDP
 
დეზოქსიგუანოზინის ტრიფოსფატი
dGTP
 
დეზოქსითიმიდინის მონოფოსფატი
dTMP
 
დეზოქსითიმიდინის დიფოსფატი
TDP
 
დეზოქსითიმიდინის ტრიფოსფატი
dTTP
 
დეზოქსიურიდინის მონოფოსფატი
dUMP
 
დეზოქსიურიდინის დიფოსფატი
dUDP
 
დეზოქსიურიდინის ტრიფოსფატი
dUTP
 
დეზოქსიციტიდინის მონოფოსფატი
dCMP
 
დეზოქსიციტიდინის დიფოსფატი
dCDP
 
დეზოქსიციტიდინის ტრიფოსფატი
dCTP

ლიტერატურა

რედაქტირება