რიბოზა
რიბოზა — პენტოზების ჯგუფის მონოსაქარიდი, უფერო კრისტალები, ადვილად იხსნებიან წყალში და აქვთ ტკბილი გემო. არაბინოზის ეპიმერი. აღმოაჩინეს 1905 წელს.
ბეტა-D-რიბოზა | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | (3R,4S,5R)-5-(ჰიდროქსიმეთილ)ტეტრაჰიდროფურან-2,3,4-ტრიოლი |
ქიმიური ფორმულა | C5H10O5 |
მოლური მასა | 150,13 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0.8 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 90 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 50-69-1 |
ბიოლოგიური როლი
რედაქტირებარიბოზა შედის რიბონუკლეინის მჟავის, ადენოზინის, ნუკლეოტიდებისა და სხვა მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნივთიერებების შემადგენლობაში.
რიბოზა წარმოადგენს რნმ-ის კომპონენტს და გამოიყენება გენეტიკური ტრანსკრიფციის დროს. რიბოზის ნაწარმი — დეზოქსირიბოზა წარმოადგენს დნმ-ის კომპონენტს. აგრეთვე რიბოზა შედის ატფ-ისა და მეტაბოლიზმში მონაწილე ზოგიერთი სხვა ნივთიერების შემადგენლობაში.