ადენოზინი
ადენოზინი (C10H13N5O4) — ერთ-ერთი ნუკლეოზიდი. შედგება ადენინისა და რიბოზისაგან. მოლური მასა — 267.242 გ/მოლი. უფერო კრისტალებია. იხსნება წყალში. ორგანიზმში ძრითადად შედის ზოგი კოფერმენტის, აგრეთვე ადინოზინფოსფორის მჟავებისა და ნუკლეინის მჟავების შედგენილობაში. ადენოზინის შეყვანა ორგანიზმში იწვევს გულის კუნთის მუშაობის გაძლიერებას და გლუვი კუნთის მოდუნებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 88.