ტრანსკრიფცია (ბიოლოგია)

ტრანსკრიფცია (ლათ. transcriptio-დან — გადაწერა) — მატრიცის როლში დნმ-ის გამოყენებით რნმ-ის სინთეზის პროცესი, რომელიც ხორციელდება ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში. სხვა სიტყვებით, ტრანსკრიფცია არის გენეტიკური ინფორმაციის გადატანა დნმ-დან რნმ-ზე.

ტრანსკრიფცია (ფოტოსურათი ტრანსმისიური ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ). Begin — ტრანსკრიფციის დასაწყისი, End — ტრანსკრიფციის დასასრული, DNA — დნმ.

ტრანსკრიფციისას კატალიზატორს წარმოადგენს დნმ-დამოკიდებული ფერმენტი რნმ-პოლიმერაზა. რნმ-ის სინთეზი მიმდინარეობს 5'-დან 3'-ბოლოს მიმართულებით, ანუ დნმ-ის მატრიცულ ჯაჭვზე რნმ-პოლიმერაზა მოძრაობს 3' → 5' მიმართულებით.[1]

ტრანსკრიფცია შედგება სამი სტადიისგან. ესენია: ინიციაცია, ელონგაცია და ტერმინაცია.

  1. Alberts, Bruce; Alexander Johnson, Julian Lewis, Martin Raff, Keith Roberts, and Peter Walters (2002). Molecular Biology of the Cell; Fourth Edition. New York and London: Garland Science. ISBN 0-8153-3218-1.