ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იაროსლავ  სტეცკო (უკრ. Ярослав Семенович Стецько; დ. 19 იანვარი, 1912, ტერნოპილი — გ. 5 ივლისი, 1986 მიუნხენი) — უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციიის (ბანდერას მოძრაობა) (უნო (ბ))   აქტიური წევრი, 1941 წლიდან —უნო (ბ) ხელმძღვანელის, სტეპან ბანდერას პირველი მოადგილე. 1941 წლის ივნის-ივლისში — უკრაინის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. 1942 წლის იანვრიდან 1944 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა ცელენბაუს კორპუსში, რომელიც აშენდა საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე ევროპის ქვეყნების პოლიტიკოსების მოსათავსებლად. 1946 წლის აპრილში ხელმძღვანელობდა ხალხთა ანტიბოლშევიკურ ბლოკს, 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა უნო (ბ)-ს ქსელს.[1]

იაროსლავ სტეცკო
იაროსლავ სტეცკო
უკრაინის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ივლისი1941 – 12 ივლისი 1941
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია
მემკვიდრეთანამდებობა დამტკიცებულია

უნო (ბ) -ის მესამე თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1968 – 1986
წინამორბედისტეპან ლენკავსკი
მემკვიდრევასილი ოლესკივი

დაბადებული19 იანვარი 1912
ტერნოპოლი, გალიცია, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვლილი15 ივნისი 1986 (74 წლის)
მიუნხენი, ბავარია გფრ
პოლიტიკური პარტიაუკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია (უნო)
განათლებაიაგელონის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მღვდლის ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა ტერნოპილის გიმნაზია, 1929-1934 წლებში სწავლობდა სამართალსა და ფილოსოფიას კრაკოვისა და ლვოვის უნივერსიტეტებში.  დაქორწინდა იაროსლავა („სლავა“) სტეცკოზე, რომელიც გახლდათ მისი აქტიური თანამოაზრე პოლიტიკურ საკითხებში.

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

ახალგაზრდობაში  ჯერ შეუერთდა „უკრაინის ნაციონალისტური ახალგაზრდობის“ იატაკქვეშა მოძრაობას, შემდეგ —უკრაინის სამხედრო ორგანიზაციასა და უნო (ბ) -ს. 1932 წლიდან იაროსლავ სტეცკო გახლდათ უნო (ბ) -ს რეგიონალური საბჭოს წევრი,  რეფერენტი იდეოლოგიის საკითხებში და არაერთი მიწისქვეშა ნაციონალისტური გამოცემის რედაქტორი.

1934 წელს მას პოლონეთის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაათავისუფლეს 1937 წელს საყოველთაო ამნისტიით. 1938 წლის თებერვალში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციიის დამფუძნებელმა პოლკოვნიკმა ე. კონოვალეცმა სტეცკოს დავალება მისცა მოემზადებინა უნო -ს კონგრესი.

1939 წელს სტეცკომ მონაწილეობა მიიღო რომში უნო-ს კონგრესში. ამავდროულად, უნო-ში დაძაბულობა წარმოიშვა ახალი ლიდერის ა.მელნიკის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც მეთურობდა სტეპან ბანდერა. სტეცკო ამ უკანასკნელის მხარეს დადგა.

მეორე მსოფლიო ომის დროს

რედაქტირება

1940 წლის თებერვალში სტეცკო იყო კრაკოვში უნო-ს რევოლუციური საბჭოს (ბანდერას მომხრეები) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, ხოლო იმავე წლის აპრილში კრაკოვში უნო-ს II დიდ კონგრესზე აირჩიეს უნო-ს ხელმძღვანელის სტეპან ბანდერას მოადგილედ.

როდესაც გერმანია საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, ი. სტეცკო ს. ბანდერასთან ერთად საბჭოთა კავშირის ტერიოტორიაზე აღმოჩნდა.

გერმანიის ჯარების მოწინავე ნაწილების ზურგში ს.ბანდერა და იაროსლავ სტეცკო მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად 29 ივნისს ჩავიდნენ ლვოვში, სადაც ბანდერა დააკავეს და დაბრუნეს კრაკოვში, ხოლო სტეცკომ მეორე დღეს მოიწვია უკრაინის ეროვნული ასამბლეა, სადაც 1941 წლის 30 ივნისს გამოცხადდა უკრაინის ეროვნული სახელმწიფოს დაარსება, რომელიც დიდ გერმანიასთან ერთად დაამყარებდა ახალ წესრიგს მთელ მსოფლიოში[2][3][4]. მას უხელმძღვანელებდა "უკრაინელი ხალხის ლიდერი სტეპან ბანდერა". გამოცხადდა უკრაინის ეროვნული მთავრობის ფორმირება —  უკრაინის სახელმწიფო მმართველობა, რომელსაც ლვოვის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი ი. სტეცკო ხელმძღვანელობდა.[5][6]

როგორც  როზენბერგის მემორანდუმიდან "ზოგადი ინსტრუქციები რაიხის ყველა წარმომადგენელს ოკუპირებულ აღმოსავლეთ ტერიტორიებზე"ირკვევა, ნაცისტები თავდაპირველად გეგმავდნენ  კვაზი-დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნას. მემორანდუმში ნათქვამია, რომ "უკრაინა უნდა გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო გერმანიასთან ალიანსში.“  [7][8][9]

1941 წლის 3 ივლისს სტეცკომ წერილი გაუგზავნა ადოლფ ჰიტლერს, რომელშიც გამოხატა მადლიერება და აღფრთოვანება გერმანიის არმიის მიმართ და ასევე სურვილი, სსრკ-სთან ომი დასულებულიყო ადრეული გამარჯვებით.

1941 წლის 9 ივლისს ლვოვში სტეცკოზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. მძღოლი დაიღუპა, მაგრამ თავად სტეცკო არ დაშავებულა.

მელნიკისა და ბანდერას მომხრეებს შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება გამოიხატა იმით, რომ ბანდერას და უნო (ბ) -ს რამდენიმე წევრი, რომლებიც კრაკოვში იმყოფებოდნენ, შინაპატიმრობაში აიყვანეს და ბერლინში გადაიყვანეს "ახსნა-განმარტების მისაცემად". მელნიკი ასევე შინაპატიმრობაში მოათავსეს კრაკოვში, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ბანდერას 5 ივლისს კრაკოვში შინაპატიმრობა მიუსაჯეს, 6 ივლისს კი ბერლინში გაგზავნეს. იქ ბანდერას მოსთხოვეს, შეეწყვიტა ქმედებები ანდრეი მელნიკის ჯგუფის წინააღმდეგ და 30 ივნისს გაეტანა აქტი. 14 ივლისს ბანდერა გაათავისუფლეს, მაგრამ მას აეკრძალა ბერლინის დატოვება, ხოლო სტეცკო საკმაოდ ლეგალურად იმყოფებოდა ბერლინში. შინაპატიმრობამ მათ ხელი არ შეუშალა უნო-ს ხელმძღვანელობაში,  მასთან  ჩასული პირები უკრაინის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, ხოლო უკან ბრუნდებოდნენ  წერილებით და მითითებებით.

3 აგვისტოს  უნო (ბ) - ს  ორივე ლიდერმა ჰიტლერს წერილები გაუგზავნა  გალიციის გენერალურ  გუბერნიაში შესვლასთან დაკავშირებით.[10]

გერმანიის არმიის წარმატებებმა და სწრაფმა წინსვლამ აღმოსავლეთისკენ 1941 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან ჰიტლერს საბოლოოდ უარი ათქმევინა უკრაინის სახელმწიფოს იდეაზე. რეპრესიები განხორციელდა უნო (ბ) - ის  ყველაზე აქტიურ წევრებზე გენერალურ გუბერნიაში. 12 სექტემბერს ვერმახტის ოფიცერი და "უკრაინის საკითხის" სპეციალისტი ჰანს კოხი ბერლინში შეხვდა სტეცკოს, ბანდერას და უკრაინის საგარეო საქმეთა სახელმწიფო საბჭოს წევრს ვოლოდიმირ სტახივს და მოსთხოვა გააუქმებინათ აქტი  უკრაინის სახელმწიფოს გამოცხადების შესახებ. , მაგრამ სამივემ უარი განაცხადა.

სამი დღის შემდეგ სტეცკო დააპატიმრეს და მოათავსეს ბერლინის ალექსანდრეპლაცის ციხეში, ხოლო 1942 წლის 24 იანვარს გადაიყვანეს სპეციალურ კორპუსში საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეები.[11][12]

სტეცკო საკონცენტრაციო ბანაკში  1944 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა.  გათავისუფლების შემდეგ, უნო-ს სხვა მოღვაწეებთან ერთად, დათანხმდა გერმანელებთან თანამშრომლობას, მან მონაწილეობა მიიღო  ბავარიის ტყეებში Werwolf-ის ბაზების ორგანიზებაში. შემდეგ გაიქცა ამერიკის საოკუპაციო ზონაში, გზაში მძიმედ დაიჭრა.

უნო-სხე ლმძღვანელობის შეხვედრაზე დასავლეთ უკრაინაში 1945 წლის დასაწყისში, ბანდერას და სტეცკოს დაბრუნება უკრაინის ტერიტორიაზე მიზანშეუწონლად მიიჩნიეს პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. 1945 წლის მარტში ვენაში გაიმართა დასავლეთ უკრაინის უნო-ს ხელმძღვანელობის (ვ. ოხრიმოვიჩი, მ. პროკოპი, დარია რებეტი და მ. ლებედი) შეხვედრა ბანდერასთან, რის შედეგადაც შეიქმნა უნო (ბ)-ს საზღვარგარეთის ცენტრი. [13][14]

ომისშემდგომი პერიოდი

რედაქტირება

1946 წელს იაროსლავ სტეცკო სათავეში ჩაუდგა  ერების ანტიბოლშევიკურ ბლოკს (ეაბ), რომლის პრეზიდენტიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. იგი გ ახლდათ ანტიკომუნისტური მოძრაობის ქტიური ფიგურა, გახსნა  ეაბ-ის წარმომადგენლობა ტაიბეიში (ტაივანი) 1971 წელს (მანამდე ეაბ დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა ტაივანის ჩინეთის ანტიკომუნისტურ ლიგასთან). 1970 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო ტოკიოში მსოფლიო ანტიკომუნისტური ლიგის ორგანიზებაში, სადაც  გამგეობის მუდმივი წევრი გახლდათ. 1968 წელს აირჩიეს უნო (ბ)-ს  საბჭოს თავმჯდომარედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.[15][16][17]

ამერიკელი მკვლევარის რას ბელანტის აზრით, სტეცკო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით სარგებლობდა. რ.რეიგანის მმართველობის დროს თეთრი სახლი მას სერიოზულ ლიდერად მიიჩნევდა. მის პატივსაცემად ვახშამიც კი გამართეს, რომელსაც გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ჯინ კირკპატრიკი, ვიცე-პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში და თავად რონალდ რეიგანი ესწრებოდნენ.[18]

გარდაიცვალა 1986 წლის 5 ივლისს მიუნხენში 74 წლის ასაკში.

 
იაროსლავ სტეცკოს საფლავი

2007 წლის 16 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც უნდა დაარსებულიყო სტეცკოსადმი მიძღვნილი სამახსოვრო თარიღები,  ქუჩებისთვის მისი სახელი ეწოდებინათ  და გახსნილიყო სტეცკოს ოჯახის მუზეუმი კიევში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Віктор РОГ. ВІРНИЙ СИН УКРАЇНИ: До 90-ліття з дня народження Ярослава Стецька // Народна газета. — № 3 (530). — 24.01-30.01 2002 р. (უკრ.)
  1. Stetsko, Yaroslav, in: Encyclopedia of Ukraine. Volume 5. St - Z. Toronto: University of Toronto Press, 1993, p.55
  2. Чернявский С. В. Провозглашение «акта» 30 июня 1941 года // Акт «30 июня 1941 года» и миф об «антинацизме» бандеровцев. — Киев : 2016. — გვ. 95-97. (რუს.)
  3. Exhibit USA-144 (Document 1030-PS) IMT Vol III p. 356
  4. IMT Vol XI p. 478
  5. Berkhoff, K.C. and M. Carynnyk 'The Organization of Ukrainian Nationalists and Its Attitude toward Germans and Jews: Iaroslav Stets'ko's 1941 Zhyttiepys' in: Harvard Ukrainian Studies, vol. 23 (1999), nr. 3/4, pp. 149—184 .
  6. p.15 ОУН в 1941 році: документи: В 2-х ч Ін-т історії України НАН України К. 2006 ISBN 966-02-2535-0 – У владних структурах рейху знайшлися сили яки з прагматичних міркувань стали на захист бандерівців. Керівники гестапо сподівалися використовувати їх у власних цілях а керівники абверу а радянському тилу. (უკრ.)
  7. p.16 Голова уряду Я.Стецько майже до кінця серпня вільно проживав у Берліні і закидав посланнями відомства Розенберга, Ріббентропа,Гіммлера і Кейтеля) ОУН в 1941 році: документи: В 2-х ч Ін-т історії України НАН України К. 2006 ISBN 966-02-2535-0 (უკრ.)
  8. Після проголошення держави й уряду наложили на нього дня 5.7. почесний арешт (Еренгафт) та перевезли його до Берліна. Дня 14.7 провідника організації звільнено із забороною опускати Берлін. p.420 ОУН в 1941 році: документи: В 2-х ч Ін-т історії України НАН України К. 2006 ISBN 966-02-2535-0 (უკრ.)
  9. І.К. Патриляк. Військова діяльність ОУН(Б) у 1940—1942 роках. – Університет імені Шевченко \Ін-т історії України НАН України Київ, 2004 (No ISBN) (უკრ.)
  10. Karel C. Berkhoff; Marco Carynnyk (1999). The Organization of Ukrainian Nationalists and Its Attitude toward Germans and Jews. Harvard Ukrainian Studies. p. 171.
  11. John A. Armstrong, Ukrainian Nationalism, 2nd ed. (Littleton, CO.: Ukrainian Academic Press, 1980) 77–84.
  12. Вєдєнєєв Д. Проблеми історії України: факти, судження, пошуки. – Київ: Інститут історії України НАН України, 2003. – №10. ISSN 0869-2556 – page .405
  13. Orest Dzuban "Українське державотворення. Акт 30 червня 1931. Збірник документів і матеріалів" (Львів-Київ: Піраміда, 2001) p.153 (უკრ.)
  14. "Події на західноукраїнських землях (інтерв’ю з доцентом др. Г.І.Байєром)", Краківські вісті, 6 липня 1941.(უკრ.)
  15. Stetsko, Yaroslav, in: Encyclopedia of Ukraine. Volume 5. St - Z. Toronto: University of Toronto Press, 1993, p.55
  16. Mridula Ghosh (October 2012). "The Extreme Right in Ukraine" The Extreme Right in Ukraine PDF). Library.fes.de. Retrieved 21 August 2016.
  17. Україна (22 September 2011). "Історія ВО "Свобода"". Svoboda.org.ua. Retrieved 21 August 2016. (უკრ.)
  18. Seven Decades of Nazi Collaboration: America’s Dirty Little Ukraine Secret | The Nation