ბავარიის ტყე
ბავარიის ტყე (გერმ. Bayerischer Wald) — დაბალმთიანი ტყიანი ზონა გერმანიაში, ბავარიაში. იშლება ჩეხეთის საზღვართან და გრძელდება ჩეხეთის მხარეს, ბოჰემიის ტყეში. გეოგრაფიულად, ბავარიისა და ბოჰემიის ტყეები ერთი მთის მასივის ნაწილებია. ბავარიის ტყის ნაწილი მიეკუთვნება ბავარიის ტყის ეროვნულ პარკს (გერმ. Nationalpark Bayerischer Wald), მისი ფართობი (240 კმ²)-ს შეადგენს, დაარსდა 1970 წელს და გერმანიის პირველ ეროვნულ პარკს წარმოადგენს. სხვა 3 008 კმ² ტერიტორია ბავარიის ბუნების პარკს მიეკუთვნება და ის 1967 წელს შეიქმნა, ასევე, 1738 კმ² მიეკუთვნება 1965 წელს შექმნილ აღმოსავლეთ ბავარიის ტყის ეროვნულ პარკს. ბავარიის ტყე ჰერსინის ტყის ნაშთს წარმოადგენს, რომელიც რომაულ ეპოქაში სამხრეთ გერმანიის გასწვრივ იყო გადაჭიმული. დღეისათვის ის ცენტრალური ევროპის უდიდესი დაცული ტყიანი არეალია. რეგიონის უმაღლესი მწვერვალია გრობერ-არბერი (1 456). მთავარი მდინარეა რეგენი.
ბავარიის ტყის ეროვნული პარკი
Nationalpark Bayerischer Wald | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | გერმანია |
კოორდინატები | 49°00′ ჩ. გ. 12°40′ ა. გ. / 49.000° ჩ. გ. 12.667° ა. გ. |
ფართობი | 240 კმ² |
დაარსდა | 1970 |