ჯინ კირკპატრიკი
ჯინ დუეინ კირკპატრიკი (ინგლ. Jeane Duane Kirkpatrick, დაბადებით ჯორდანი, ინგლ. Jordan; დ. 19 ნოემბერი 1926, დუნკანი, ოკლაჰომა — გ. 7 დეკემბერი 2006) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე. ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში 1981-1985 წლებში. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი. ათი წიგნის ავტორი პოლიტოლოგიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წიგნი „დიქტატურა და ორმაგი სტანდარტები: რაციონალიზმი და გონება პოლიტიკაში“.
ჯინ კირკპატრიკი Jeane Kirkpatrick | |
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 თებერვალი, 1981 – 1 აპრილი, 1985 | |
პრეზიდენტი | რონალდ რეიგანი |
წინამორბედი | დონალდ მაკ-ჰენრი |
მემკვიდრე | ვერნონ უოლტერსი |
დაბადებული | 19 ნოემბერი, 1926 დუნკანი, ოკლაჰომა, აშშ |
გარდაცვლილი | 7 დეკემბერი, 2006 ბეთესდა, მერილენდი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია (1948-1985), რესპუბლიკური პარტია (1986-2006) |
მეუღლე | ევრონ კირკპატრიკი |
შვილები | 3 |
განათლება | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
ჯინ კირკპატრიკს უწოდებდნენ მსოფლიო პოლიტიკის „ცოცხალ ლეგენდას“. იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი, რომელსაც ეკავა მაღალი თანამდებობა ქვეყნის ადმინისტრაციაში, პირველი ქალი ამერიკის ისტორიაში, რომელსაც ეკავა გაეროს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა და საგარეო დაზვერვის საპრეზიდენტო საბჭოს პირველი ქალი წევრი (1985-1990 წწ.).
შედიოდა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში და იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მმართველობის წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯინ ჯორდანი დაიბადა ოკლაჰომის შტატის ქალაქ დუნკანში. მამამისი იყო ნავთობის ჭაბურღილის მფლობელი, ხოლო დედა — ბუღალტერი. ჯინი 12 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ილიონოისის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ფრანც ნოიმანის ხელმძღვანელობით. 1964 წელს საცხოვრებლად გადავიდა ვაშინგტონში. 1955 წელს ცოლად გაყვა ევრონ კირკპატრიკს. მუშაობდა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში. დიდ პოლიტიკაში ჯინი ჩართო ქმარმა, რომელიც იყო ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრის, ჰუბერტ ჰამფრის მრჩეველი.
1979 წელს ჟურნა „Commentary“-ში დაიბეჭდა ჯინ კირკპატრიკის ყველაზე ცნობადი ნაშრომი, მრავალგვერდიანი სტატია „დიქტატურა და ორმაგი სტანდარტები“. სტატია წაიკითხა როლანდ რეიგანმა და მალევე ჯინმა მუშაობა დაიწყო რეიგანის წინასაარჩევნო შტაბში. არჩევნებში რეიგანის გამარჯვების შემდეგ ჯინმა მიიღო გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა. 1982 წელს არგენტინა-დიდ ბრიტანეთს შორის გამართული ფოლკლენდის ომის დროს დაიკავა პროარგენტინული პოზიცია. 1985 წლის შემდეგ, რეიგანის ვადის გასვლამდე, მუშაობდა აშშ-ის საზღვარგარეთის დაზვერვის საბჭოში და აშშ-ის თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოში.
1985 წლის ბოლომდე ჯინ კირკპატრიკი იყო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. 1985 წელს იგი გახდა რესპუბლიკური პარტიის წევრი. რეიგანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაუბრუნდა პედაგოგიურ სამუშაოს. ასევე მსახურობდა აშშ–ის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სამეცნიერო ცენტრში უფროს თანამშრომლად.
ოჯახი
რედაქტირება1955 წელს ცოლად გაჰყვა ევრონ კირკპატრიკს. მისი მეუღლე გარდაიცვალა 1995 წელს. მათ ჰყავთ სამი შვილი: დაგლას ჯორდანი (1956-2006 წწ.), ჯონ ევრონი და სტიუარტ ალანი.
ჯინ კირკპატრიკს სიცოცხლის ბოლო წლებში გული აწუხებდა. კირკპატრიკი გარდაიცვალა 2006 წლის 7 დეკემბერს, მერილენდის ქალაქ ბეთეზდაში, საკუთარ სახლში, გულის უკმარისობის შედეგად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Jeane Kirkpatrick, Reagan's Forceful Envoy, Dies", 'The New York Times, December 9, 2006; accessed May 20, 2014.
- "Kirkpatrick hit liberals for blaming America first", washtimes.com; accessed May 20, 2014.
- official website of Empower America
- American Enterprise Institute website
- Profile: Jeane J. Kirkpatrick
- ADL Mourns the Passing of Ambassador Jeane Kirkpatrick, Anti-Defamation League press release; accessed May 20, 2014.
- The Cold War series: interview with Jeane Kirkpatrick, National Security Archive (February 28, 1999)
- "Jeane Kirkpatrick advocates war", The Oprah Winfrey Show, October 1, 2001.
- The National Association of Scholar's Board of Advisors
- Jeane Kirkpatrick interviewed by Peter Krogh დაარქივებული 2011-08-13 საიტზე Wayback Machine. , American Interests (1982)