იაპონიის საგარეო ურთიერთობები

იაპონიის საგარეო ურთიერთობებს (日本の国際関係, Nihon no kokusai kankei) იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. იაპონიას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, გარდა ჩრდილოეთი კორეისა, ასევე გაეროს დამკვირვებელ სახელმწიფოსთან, წმინდა საყდართან, ისევე, როგორც კოსოვოსთან, კუკის კუნძულებთან და ნიუესთან.

ქვეყნები, რომლებთანაც იაპონიას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

იაპონიის საგარეო ურთიერთობები XIV საუკუნიდან იწყება. იაპონია გლობალურ ურთიერთობებში 1854 წლიდან ჩაერთო, როცა აშშ-სთან კანაგავის კონვენცია დადო. იაპონიამ სწრაფად მოახდინა ჯარის მოდერნიზაცია და ძლიერი სამხედრო ძალები შექმნა. იგი მახლობელი ტერიტორიების გაკონტროლებისთვის იბრძოდა და მთავარი ომები რუსეთთან და ჩინეთთან ჰქონდა. იაპონია აკონტროლებდა ჩინეთის ნაწილებს, მანჯურიას, ისევე, როგორც კორეას და კუნძულებს, როგორებიცაა ტაივანი და ოკინავა. იაპონიამ ტერიტორიები მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა. ოკუპაციის დასრულების შემდეგ დიპლომატიური პოლიტიკა აშშ-სთან ახლო პარტნიორობითა და სავაჭრო პარტნიორების ძიებით ხასიათდებოდა. ცივი ომის დროს იაპონიის დემილიტარიზაცია მოხდა, თუმცა ის აშშ-ის მოკავშირე იყო საბჭოთა კავშირთან კონფრონტაციისას. იაპონიამ დიდი როლი ითამაში კორეის ომში (1950-1953). 1960-1970-იან წლებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემდეგ იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდა.

1990-იან წლებში იაპონია გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა და ჯარები გაგზავნა: კამბოჯაში, მოზამბიკში, გოლანის მაღლობებსა და აღმოსავლეთ ტიმორში.[1]

ორმხრივი ურთიერთობები

რედაქტირება
 
იაპონიის საელჩო პეკინში

   ჩინეთსა და იაპონიას ორჯერ ჰქონდათო ომი: 1894-1895 და 1937-1945 წლებში. პერიოდულად ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობებში წინა პლანზე ინაცვლებს იაპონიის სამხედრო ძალის საკითხები და კრიტიკა იაპონიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების სახელმძღანელოებში არშეტანის გამო. ჩინეთსა და იაპონიას ურთიერთობები დაიძაბა იაპონიის მიერ მისი სამხედრო წარსული უარყოფით ჩინეთის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო. განსაკუთრებული კამათის საგანია იაპონელი სახელმწიფოს მოხელეების მიერ რევიზიონისტული კომენტარები და იაპონიის ზოგიერთ ისტორიულ სახელმძღვანელოში 1937 წლის ნანკინის ხოცვა-ჟლეტის ინტერპრეტაცია. 2006 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრად შინზო აბეს დანიშვნისა და 2010 წელს ჩინეთისა და იაპონიის მიერ ერთობლივად ჩატარებული ისტორიული კვლევისას გამოშვებული მოხსენების შემდეგ, რომელშიც იაპონიის სამხედრო დანაშაულების შესახებ ახალ კონსენსუსს მიაღწიეს, სინო-იაპონური ურთიერთობები საგრძნობლად დათბა.[2] 2010-იან წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაცივდა, როცა იაპონიამ ჩინეთი იშვიათა მიწა-ლითონების რეზერვების შეკავებაში დასდო ბრალი.[3]

სენკაკუს კუნძულების დავა
რედაქტირება

2021 წლის მარტის ბოლოს იაპონიის სანაპირო დაცვის გემებმა მათ სანაპირო წყლებში ჩინეთის მთავრობის სათევზაო გემები შეამჩნიეს. იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 2021 წლისთვის ჩინური გემების მიერ იაპონურ წყლებში თევზაობის მე-11 შემთხვევა იყო. 2021 წლის აპრილში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-სამხედრო ძალების ექვსი საომარი ხომალდი კუნძულების მახლობლად შენიშნეს. იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების განცხადებით, ფლოტილიაში ცნობილი ავიამზიდი, „ლიაონინგიც“ შედიოდა.[4]

კვიპროსი

რედაქტირება
 
ინდონეზიის საელჩო იაპონიაში

კვიპროსსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1962 წლის 11 მაისს დაიწყპ. 1970 წელს კვიპროსის პრეზიდენტი მაკარიოს III იაპონიას სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. 1984 წელს იაპონიას პრეზიდენტი სპიროს კიპრიანუ, ხოლო 1989 და 1990 წლებში პრეზიდენტი გეორგიოს ვასილოუ ეწვივნენ.

კვიპროსსა და იაპონიას შორის სავაჭრო ბალანსი აშკარად იაპონიის მხარესაა გადახრილი. იაპონიას კვიპროსში ავტომობილები და ელექტრონული პროდუქტები შეაქვს, ხოლო კვიპროსიდან ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტების იმპორტს აწარმოებს.

კვიპროსი იაპონიაში წარმოდგენილია არარეზიდენტი ელჩით, რომლის ოფისი პეკინშია განთავსებული, ხოლო საპატიო საკონსულო ტოკიოში მდებარეობს. იაპონია კვიპროსში ასევე არარეზიდენტი ელჩითაა წარმოდგენილი, რომლის ოფისიც ათენშია განლაგებული, ხოლო საპატიო საკონსულო ლიმასოლში მდებარეობს.

კამბოჯასა და იაპონიას შორის ურთიერთობები 1603 წელს დაიწყო. კამბოჯის გემები ნაგასაკის პორტში შედიოდნენ სავაჭროდ.[5] იაპონიის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო კამბოჯის საელჩო ტოკიოშია განლაგებული. კამბოჯაში იაპონურ ინვესტიციებს შორისაა პნოპმენის კომერციული ბანკი, Hyundai Switzerland-ისა და იაპონური SBI Group-ის ერთობლივი წამოწყება, რომელიც 2008 წელს გაიხსნა. 2006 წელს იაპონიისა და კამბოჯის მთავრობებს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც იაპონიის მხრიდან 59 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარების პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. იაპონიის მთავრობა კამბოჯას მნიშვნელოვნად ეხმარება განაღმვისა და განათლების საკითხებში.[6][7]

 
ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მონდისა და იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს შეხვედრა იაპონიაში 2014 წელს

იაპონიასა და ლაოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1955 წელს დამყარდა.[8] ლაოსის საელჩო ტოკიოში მდებარეობს, ხოლო იაპონიის ვიენტიანში.

იაპონიის საელჩო ბეირუთში მდებარეობს. ამჟამინდელი ელჩი იოშიჰისა კუროდაა.[9] ლიბანის საელჩო იაპონიაში ტოკიოშია განთავსებული.

მალაიზია

რედაქტირება

მალაიზიასა და იაპონიას შორის სავაჭრო ურთიერთობები XV საუკუნეში მალაკის სასულთნოსა და რიუკიუს სამეფოს დროს დაიწყო. XIX საუკუნეში იაპონელებმა მალაიზიაში მცირე დასახლებები შექმნეს. მიგრაცია XX საუკუნემდე გაგრძელდა, თუმცა იაპონიის იმპერიის გაძლიერებისა და მეორე მსოფლიო ომში მალაიზიაში შეჭრის, ბრიტანული მალაიისა და ბორნეოს ოკუპაციის შემდეგ ურთიერთობები ძალიან გაფუჭდა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ომსი შემდეგ გაუმჯობესდა.

იაპონიის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს, გენერალური საკონსულო ― კოტა-კინაბალუში, საკონსულო ოფისი კი ― ჯორჯტაუნშია განლაგებული.[10] მალაიზიის საელჩო ტოკიოში მდებარეობს.[11] ორი ქვეყნის ცნობილ ვიზიტებს შორისაა მალაიზიის მეფის ვიზიტი იაპონიაში 2005 წელს და იაპონიის იმპერატორისა და დედოფლის ვიზიტი მალაიზიაში 2006 წელს. Pew Research Center-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მალაიზიელთა 80% იაპონელების გავლენას დადებითად აღიქვამს. 2013 წელს მალლაიზია ერთ-ერთ ყველაზე პრო-იაპონურ ქვეყანად დასახელდა.[12]

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
  • Akagi, Roy Hidemichi. Japan's Foreign Relations 1542-1936: A Short History (1979) online 560pp
  • Akimoto, Daisuke. The Abe Doctrine: Japan's Proactive Pacifism and Security Strategy (Springer, 2018).
  • Barnhart, Michael A. Japan and the World since 1868 (1995) excerpt
  • Bradford, John. "Southeast Asia: A New Strategic Nexus for Japan's Maritime Strategy." CIMSEC (September 2020). online
  • Buckley, Roger. US-Japan Alliance Diplomacy 1945–1990 (1992)
  • Duus, Peter, ed. The Cambridge History of Japan, Vol. 6: The Twentieth Century (1989).
  • Gustafsson, Karl, Linus Hagström, and Ulv Hanssen. "Japan's pacifism is dead." Survival 60.6 (2018): 137-158.
  • Hook, Glenn D. et al. Japan's international relations: Politics, economics and security (3rd ed. 2011), covers 1945–2010.
  • Kibata, Y. and I. Nish, eds. The History of Anglo-Japanese Relations, 1600–2000: Volume I: The Political-Diplomatic Dimension, 1600–1930 (2000) excerpt, first of five topical volumes also covering social, economic and military relations between Japan and Great Britain.
  • Inoguchi, Takashi. Japan's Foreign Policy in an Era of Global Change (2013).
  • Iriye, Akira. Japan and the wider world: from the mid-nineteenth century to the present (1997)
  • Iriye, Akira; Wampler, Robert A. eds. Partnership : the United States and Japan, 1951-2001 (2001) online
  • Lafeber, Walter. The Clash: A History of U.S.-Japan Relations (1997), a standard scholarly history; online
  • Malafaia, Thiago Corrêa. "Japanese International Relations: an assessment of the 1971–2011 period." Brazilian Political Science Review 10.1 (2016). online in English
  • Maslow, Sebastian, Ra Mason and Paul O’Shea, eds. Risk State: Japan's Foreign Policy in an Age of Uncertainty (Ashgate. 2015) 202pp excerpt დაარქივებული 23 September 2015 საიტზე Wayback Machine.
  • Matray, James I. ed. East Asia and the United States: An Encyclopedia of Relations Since 1784 (Greenwood, 2 vol 2002)
  • Peng Er, Lam, ed. Japan's Foreign Policy in the Twenty-First Century: Continuity and Change (2020) excerpt
  • Pugliese, Giulio, and Alessio Patalano. "Diplomatic and security practice under Abe Shinzō: the case for Realpolitik Japan." Australian Journal of International Affairs 74.6 (2020): 615-632.
  • Shimamoto, Mayako, Koji Ito and Yoneyuki Sugita, eds. Historical Dictionary of Japanese Foreign Policy (2015) excerpt
  • Togo, Kazuhiko. Japan's Foreign Policy 1945–2003 (Brill, 2005)
  • Yoshimatsu, Hidetaka. "Japan's role conception in multilateral initiatives: the evolution from Hatoyama to Abe." Australian Journal of International Affairs 72.2 (2018): 129-144.
  • Zakowski, Karol et al. eds. Japan's Foreign Policy Making: Central Government Reforms, Decision-Making Processes, and Diplomacy (Springer. 2018) online
  • Zakowski, Karol. "Nationalism vs. Interests: A Neoclassical Realist Perspective on Japan's Policy towards China under the Second Abe Administration." Pacific Focus 34.3 (2019): 473-495.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 国連平和維持活動(PKO) დაარქივებული 18 August 2007 საიტზე Wayback Machine. , Ministry of Foreign Affairs
  2. Nanjing by the Numbers დაარქივებული 24 October 2014 საიტზე Wayback Machine. . Foreign Policy. 9 February 2010.
  3. "Backlash over the alleged China curb on metal exports" დაარქივებული 15 April 2018 საიტზე Wayback Machine. . The Daily Telegraph, London, 29 August 2010. Retrieved 30 August 2010.
  4. Two Chinese ships enter Japan's territorial waters off Senkaku Islands.
  5. RAVINA, M. (2015). Tokugawa, Romanov, and Khmer: The Politics of Trade and Diplomacy in Eighteenth-Century East Asia. Journal of World History, 26(2), 269–294.
  6. Information Bulletin issued by Royal Embassy of Cambodia in Washington D.C. (March 22, 2006).
  7. Antara News. Antara.co.id (1 January 1970). ციტირების თარიღი: 19 September 2011
  8. Embassy of Japan in the Lao PDR - The Lao-Japan Public and Private Sectors Joint Dialogues : the Third Meeting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2022-11-07.
  9. Embassy of Japan in Lebanon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 21 February 2015
  10. Embassy of Japan in Malaysia. Embassy of Japan in Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 18 April 2017
      Consulate-General of Japan in Penang, Malaysia. Embassy of Japan in Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 18 April 2017
      Consular Office of Japan in Kota Kinabalu. Embassy of Japan in Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 18 April 2017
  11. Official Website of Embassy of Malaysia, Tokyo. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
  12. Japanese Public's Mood Rebounding, Abe Highly Popular en (PDF). Pew Research Center (2013-07-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-14.