ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იანგჭოუ (ჩინ. ტრად. 揚州市, გამარტ. 扬州市, ფინინი: Yángzhōu) — საოლქო დონის ქალაქი ცენტრალური ძიანსუს პროვინციაში, ჩინეთი. იანძის ჩრდილოეთ ნაპირზე გაშენებული ქალაქი ესაზღვრება ნანკინს სამხრეთ-დასავლეთით, ხუაიანი ჩრდილოეთით, იენჩენგი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, თაიჭოუ აღმოსავლეთიდან. მდიანრე იანძის გადაღმა მდებარეობს ჭენძიანგი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობამ 4 414 681 ადამიანი შეადგინა. იანგჭოუს ურბანულ არეალში, რომელიც სამ ურბანულ რეგიონს მოიცავს 2 146 980 ადამიანი ცხოვრობს.

საოლქო დონის ქალაქი
იანგჭოუ
扬州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ძიანსუ
შიდა დაყოფა Guangling District, Hanjiang District, Jiangdu District, Baoying County, Yizheng და Gaoyou
კოორდინატები 32°23′40″ ჩ. გ. 119°24′26″ ა. გ. / 32.39444° ჩ. გ. 119.40722° ა. გ. / 32.39444; 119.40722
ფართობი 6,678 კმ²
მოსახლეობა 4,459,760[1] კაცი
სიმჭიდროვე 670 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 514
საფოსტო ინდექსი 225000
საავტომობილო კოდი 苏K
ოფიციალური საიტი yangzhou.gov.cn/english
იანგჭოუ — ჩინეთი
იანგჭოუ

ისტორიულად, იანგჭოუ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია, სადაც სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ ცნობილი მოვაჭრეები ოჯახებით, პოეტები, ხელოვანები და სწავლულები. ქალაქის სახელი („ჩინურიდან იტარგმნება როგორც „ამომავალი პრეფექტურა, ოლქი“) კარგად აღწერს იანგჭოუს ყოფილ პოზიციას. ის იმპერიულ ჩინეთში არსებული იანგის დედაქალაქი გახლდათ. იანგჭოუ გახდა ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელმაც ჩინეთში მსოფლიო ბანკის ვალით ისარგებლა. ეს თანხა 1994 წელს იანგჭოუს თერმული ელექტრო სადგურის ასაშენებლად იქნა გამოყენებული.[2][3]

კუანგლინგი (ჩინ.: 廣陵, ფინინი: Guǎnglíng) არის უძველესი დასახლება იანგჭოუს ტერიტორიაზე, რომელიც გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდშია დაარსებული. უს მმართველის, მეფე ფუჩაის მიერ იუეს დამარცხების შემდეგ, ქალაქის გარშემო აშენდა 12 მეტრიანი გარნიზონი მდინარე იანძის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 385 წელს ქალაქის გარნიზონს ფორმის გამო ხანჩენგი ეწოდა (სახელი გამომდინარეობს ჩინური სიგრძის საზომი ერთეულიდან, ლიდან).[4] ახლად აშენებული ხანის არხიჰქმნიდა თხრილს ქალაქის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს. ხანჩენგის დანიშნულება სუჭოუს დაცვას წარმოადგენდა ცის სამეფოს შეტევებისაგან. ხანის დინასტიის პერიოდში, კუანგლინგი რეგიონის სარდლობის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. ის მიეკუთვნებოდა სუს პროვინციას და არა იანგის პროვინციას (იანგჭოუს), რომელიც იმ პერიოდში ჩნეთის მთლიან სამხრეთ ნაწილს მოიცავდა. 590 წელს ქალაქი ახლად დაარსებული იანგის პრეფექტურის დედაქალაქი გახდა და მისი ამჟამინდელი სახელწოდება ეწოდა.

სუეის იმპერატორის, იანგის (604–617) მმართველობის პერიოდში, იანგჭოუ ჩინეთის სამხრეთ ნაწილის დედაქალაქი იყო. მას ძიანგტუს უწოდებდნენ ჩინეთის დიდი არხის მშენებლობის დასრულებიდან [სუის დინასტია|სუის დინასტიის]] მმართველობდამდე. 610-იანი წლების დასაწყისში კორეის კოგურიოს სამეფოს მიერ იანგჭოუს დაპყრობის უშედეგო მცდელობების შედეგად, იმპერატორმა იანგმა ლეგიტიმაცია დაკარგა. ამას ბუნებრივი კატასტროფები და პროვინციული არეულობებიც დაემატა. 616 წელს, როდესაც მთელი ჩინეთის მასშტაბით აჯანყებები დაიწყო, იმპერატორმა მიატოვა ჩრდილოეთი და გადავიდა ძიანგტუში, სადაც მკვლელობამდე, 618 წლამდე რჩებოდა.

იანგჭოუსათვის დამახასიათებელია სუბტროპიკული მუსონური კლიმატი. ქალაქში ზამთარი 4 თვემდე გრძელდება, ზაფხული სამ თვემდე. მოკლეა გაზაფხული და შემოდგომა.

ჰავის მონაცემები — იანგჭოუ (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 6.8 8.9 13.7 20.2 25.9 28.8 31.9 31.3 27.4 22.3 15.9 9.5 20.2
საშუალო დღიური °C 2.5 4.6 9.0 15.2 20.9 24.6 28.0 27.4 23.2 17.6 10.9 4.7 15.7
საშუალო დაბალი °C −0.8 1.2 5.2 10.8 16.5 20.9 24.8 24.3 19.8 13.6 6.8 1.0 12.0
საშუალო ნალექი (მმ) 45.1 47.8 74.8 71.4 82.9 138.1 207.4 141.3 87.8 56.3 60.2 30.3 1 043,4
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 74 73 71 70 71 76 80 81 78 75 76 73 75
წყარო: China Meteorological Administration[5]
 
ბავშვთა ბიბლიოთეკის ნაგებობა, იანგჭოუს საჯარო ბიბლიოთეკა

იანგჭოუს ჩინურის დიალექტი (ჩინ.: 扬州话, ფინინი:Yángzhōu huà) ქვედა იანძის მანდარინის ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც მინისა და ცინის დინასტიების ოფიციალურ ენასთან დაახლოებულია დიალექტია. ეს ენა ნანძინგის დიალექტზეა დაფუძნებული. იმის მიუხედავად, რომ იანგჭოუს დიალექტი თანამედროვე სტანდარტული ჩინურისაგან განსხვავებულად მიიჩნევა, ამ ორი ენის მოსაუბრეებს ერთმანეთის საუბრის გაგება ძირითადად მაინც შეუძლიათ. დიალექტი ასევე გამოიყენებოდა რეგიონული იდენტობის ამოსაცნობად და პოლიტიკაში ძიანგბეისა და ძიანგნანის რეგიონებში.[6]

აყვავებისა და იმპერიული კეთილდღეობის პერიოდში, იანგჭოუში განვითარდა თხრობა და ხელოვნება. ინოვაციური ხელოვან-კალიგრაფი შითაო იანგჭოუში 1680-იან წლებში ცხოვრობდა. ის ქალაქში ასევე იყო 1697 წლიდან გარდაცვალებამდე, 1707 წლამდე. ამავე პერიოდის მიწურილს გამოჩნდა ცნობილი ხელოვანების გუნდი, სახელწოდებით იანგჭოუს რვა ექსცენტრიკოსი, რომლებიც ცნობილები მთელი ჩინეთის მასშტაბით გახდნენ. იანგჭოუ ასევე ცნობილია მისი მოქარგული ლაქვებისა და ჟადეებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი გენერალური მდივანი, ჩინეთის პრეზიდენტი, ძიანგ წემინი სწორედ იანგჭოუში დაიბადა და გაიზარდა. მისი საშუალო სკოლა საჯარო ნოტარიუსის მოპირდაპირედ, იანგჭოუში მდებარეობდა.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Austin, Alvyn (2007). China's Millions: The China Inland Mission and Late Qing Society. Grand Rapids, Michigan: Eerdmans. ISBN 978-0-8028-2975-7. 
  • Finnane, Antonia (2004). Speaking of Yangzhou: A Chinese City, 1550 - 1850. Cambridge, Massachusetts: Harvard Asia Center. ISBN 0674013921.  online ACLS Humanities E-Book
  • Hay, Jonathan (2001). Shitao: Painting and Modernity in Early Qing China. New York: Cambridge University Press. ISBN 0-521-39342-6. 
  • Ho, Ping-ti (1954). "The Salt Merchants of Yang-chou: A Study of Commercial Capital in Eighteenth-Century China, "Harvard Journal of Asiatic Studies, 17: 130-168. 
  • Hsü, Ginger Cheng-chi (2001). A Bushel of Pearls: Painting for Sale in Eighteenth-Century Yangchow. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-3252-3. 
  • Meyer-Fong, Tobie (2003). Building Culture in Early Qing Yangzhou. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-4485-8. 
  • Olivová, Lucie, and Vibeke Børdahl (2009). Lifestyle and entertainment in Yangzhou. Copenhagen: NIAS Press. ISBN 978-87-7694-035-5. 
  • "Yangzhou." Encyclopedia of China. ed. Dorothy Perkins. Chicago: Roundtable Press. 1999. ISBN 1-57958-110-2
  • Schinz, Alfred (1996). The magic square: cities in ancient China. Edition Axel Menges. ISBN 3-930698-02-1. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Cox, Wendell (2018). Demographia World Urban Areas. 14th Annual Edition. St. Louis: Demographia, გვ. 22. 
  2. Project documents and reports – Yangzhou thermal power project. World Bank. ციტირების თარიღი: 5 November 2018
  3. Worldbank report – 1994 – Yangzhou thermal power plant loan. World Bank. ციტირების თარიღი: 5 November 2018
  4. Schinz, 1996
  5. 中国气象数据网 – WeatherBk Data zh. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-12
  6. Dorothy Ko (1994). Teachers of the inner chambers: women and culture in seventeenth-century China, illustrated, annotated, Stanford University Press, გვ. 21. ISBN 0-8047-2359-1. „With the exclusion of Yangzhou came the denigration of its dialect, a variant of Jianghuai "Mandarin" (guanhua). The various Wu dialects from the Lake Tai area became the spoken language of choice, to the point of replacing guanhua...“ 
  7. Yangzhou, China – sister city.
  8. Offenbach und seine Partnerstädte. City of Offenbach (21 April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2021.
  9. About Sister Cities.
  10. Sister Cities Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-23. ციტირების თარიღი: 2021-11-04.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იანგჭოუ“-დან