პორირუა (ინგლ. Porirua) — ქალაქი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე. მდებარეობს უელინგტონის რეგიონში. ქალაქის მოსახლეობა 2013 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 51 717 კაცს[1]. 2020 წლის ივნისისთვის ქალაქში 59 600 ადამიანი ცხოვრობს.[2]

ქალაქი
პორირუა
ინგლ. Porirua
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
რეგიონი უელინგტონის რეგიონი
კოორდინატები 41°08′00″ ს. გ. 174°51′00″ ა. გ. / 41.13333° ს. გ. 174.85000° ა. გ. / -41.13333; 174.85000
ქალაქის მერი ანიტა ბეიკერი
ფართობი 182,39 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 59 600 კაცი (2020)
სასაათო სარტყელი UTC+12, ზაფხულში UTC+13
საფოსტო ინდექსი 5010 – 5381
ოფიციალური საიტი pcc.govt.nz
პორირუა — ახალი ზელანდია
პორირუა

დემოგრაფია

რედაქტირება

პორირუას მოსახლეობა 2018 წლის აღწერით 56 559 ადამიანს შეადგენდა, რაც 2013 წლის მაჩვენებელს 4 842 ადამიანით (9,4%) აღემატება. ამავე პერიოდში ქალაქში ცხოვრობდა 17 838 კომლი, ხოლო სქესობრივი განაწილებით 27 585 კაცი და 28 974 ქალი.

ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით ქალაქის მოსახლეობის 61.9% ევროპელი / პაკეჰაა, 22.3% მაორი, 26.3% წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები ხალხი, 8.7% აზიელი და 2.6% სხვა.

საზღვარგარეთ დაბადებული ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი 24,5%-ია.

რელიგიური შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის 43.8% არაა რელიგიური, 43.5% ქრისტიანია, ხოლო 6.2% სხვა რელიგიის მიმდევარი.

გარეუბნები

რედაქტირება

ქალაქი პორირუა მდებარეობს პორირუას ნავსადგურის გარშემო და სანაპირო ზოლი კუკის სრუტესა და სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებს გადაჰყურებს. პორირუას დასახლებული ტერიტორიების უმეტესობა სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარეობს. მათ შორისაა: კამბორნი, კარეჰანის ყურე, მანა, ონეპოტო, პაპაკოვაი, პარემატა, პაუაატჰანუი, პლიმერტონი, პუკერუას ყურე, ტაკაპუავაია, ტიტაჰის ყურე და უაიტბი. ყველა მათგანს სანაპირო პარკები და რეკრეაციული ნაკრძალები გააჩნია. ელსდონმა, რომელიც ადრე პროსერული ბლოკის სახელით იყო ცნობილი, [3] დაკარგა ნავსადგურზე გასასვლელი სამელიორაციო სამუშაოების შედეგად, რომლებიც 1960-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ქალაქის ცენტრი, რომელიც პარუმოანას ქუჩის ჩრდილოეთით და ტიტაჰის ყურის გზის აღმოსავლეთით მდებარეობს ნაგავსაყრელზე აშენდა.[4]

განათლება

რედაქტირება

ახალი ზელანდიის სამეფო პოლიციის კოლეჯი, სადაც ქვეყნის ყველა პოლიციელი გადის 19 კვირიან ტრენინგს პაკაკოუჰაიში, პორირუას გარეუბანში მდებარეობს.

აოტეას ლაგუნის მიმდებარედ აოტეას კოლეჯია, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილებთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

სხვა კოლეჯებს შორისაა: მანას კოლეჯი და ეპისკოპოს ვიარდის კოლეჯი. უმაღლესი განათლების მისაღებად პორირუაში არის უიტირეიას პოლიტექნიკუმი, რომელსაც კამპუსები ქალაქის ცენტრის ჩრდილოეთით აქვს.

ხელოვნება და კულტურა

რედაქტირება

ადგილობრივი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების ნიმუშების ხილვა პატაკას ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმშია შესაძლებელი, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით მდებარეობს.[5]

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

და ქალაქები

რედაქტირება
  •   ბლექთაუნი
  •   ნიშიო

მეგობარი ქალაქები

რედაქტირება

ტყუპი ქალაქები

რედაქტირება
 
ქალაქის პანორამული ხედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის აღწერა (2013 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-13. ციტირების თარიღი: 2015-02-27.
  2. Population estimate tables - NZ.Stat"". Statistics New Zealand. Retrieved 22 October 2020.
  3. Upper Hutt Leader, Volume XII, Number 43, 10 November 1955
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 4 იანვარი 2021.
  5. "Pataka Museum of Art and Cultures". NZ museums. Retrieved 9 December 2014.
  6. "International partnerships and sister cities". poriruacity.govt.nz. Retrieved 16 May 2018.
  7. "Wellington Region Sister Cities". Archived from the original on 23 August 2007. Retrieved 5 November 2007.