სამხრეთი კუნძული
სამხრეთი კუნძული (ინგლ. South Island, მაორი. Te Wai-pounamu) — ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი კუნძული.
მშობ. სახელი: ინგლ. South Island მაორი. Te Wai-pounamu | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 43°59′ ს. გ. 170°27′ ა. გ. / 43.983° ს. გ. 170.450° ა. გ. |
ფართობი | 150 437 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
3754 მ კუკის მთა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1 048 300 (2013) |
სიმჭიდროვე | 6,97 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის ფართობია — 150 437[1] კმ², ეს სიდიდით მე-12 კუნძულია მსოფლიოში.
სამხრეთი კუნძული გამოყოფილია კუკის სრუტით ჩრდილოეთი კუნძულისაგან. კუნძულის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულია სამხრეთი ალპები, რომლეზეც მდებარეობს ახალი ზელანდიის უმაღლესი თოვლიანი მწვერვალი კუკის მთა (3754 მ). ამ კუნძულის 18 პიკი მაღალია 3000 მეტრზე. მთებში დაახლოებით 360 მყინვარია. მათ შორის ყველაზე დიდია ტასმანის მყინვარი, ფრანც-იოსების მყინვარი და ფოქსის მყინვარი. პლეისტოცენური გამყინვარების ეპოქაში მყინვარებს ჰქონდათ დიდი სიმძლავრე და არაერთხელ ეშვებოდნენ აღმოსავლეთით მდებარე კენტერბერის ვაკეზე და ეკავათ მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთით თანამედროვე ოტაგოს რეგიონში. ამ რაიონებისათვის დამახასიათებელია ღრმა U-ს მსგავსი ველები, ძლიერ განცალკევებული რელიეფი და წაგრძელებული ფორმის ცივი ტბები — ტე-ანაუ, მანაპოური, უაკატიპუ და ჰაუეა. ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია — სატერლენდი (580 მ). სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სუთლენდის დაბლობი და ოტაგოს პლატო. ჰავა სუბტროპიკულია, ზღვისა, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში — ზომიერი.
კუნძულზე მდებარეობენ ისეთი ენდემური სახეობების არეალები, როგორიცაა თუთიყუში კეა (ლათ. Nestor notabilis).
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის შეფასებით, კუნძულზე ცხოვრობს 1 048 300 ადამიანი[2], რაც დაახლოებით შეადგენს ახალი ზელანდიის მთელი მოსახლეობის 24 %-ს. კუნძულზე მდებარე დიდი ქალაქებია — დანიდინი და კრაისტჩერჩი. მთავარი ქალაქია კრაისტჩერჩი.
ადმინისტრაციული წყობა
რედაქტირებაადმინისტრაციულად სამხრეთი კუნძული იყოფა შვიდ რეგიონად:
№ რუკაზე | რეგიონი | რეგიონული საბჭო | ადმინისტრაციული ცენტრი | კუნძული | ფართობი (კმ²)[3] |
მოსახლეობა[4] ად. (2013) |
ISO 3166-2 | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
10 | ტასმანი (1) | ტასმანის რაიონული საბჭო | რიჩმონდი | სამხრეთი | 9786 | 47 157 | NZ-TAS
| |
11 | ნელსონი (1) | ნელსონის საქალაქო საბჭო | ნელსონი | სამხრეთი | 445 | 46 437 | NZ-NSN
| |
12 | მარლბორო (1) | მარლბოროს რაიონული საბჭო | ბლენემი | სამხრეთი | 12 484 | 43 416 | NZ-MBH
| |
13 | უესტ-კოსტი | უესტ-კოსტის რეგიონული საბჭო | გრეიმუთი | სამხრეთი | 23 336 | 32 148 | NZ-WTC
| |
14 | კენტერბერი | კენტერბერის რეგიონული საბჭო | კრაისტჩერჩი | სამხრეთი | 45 346 | 539 436 | NZ-CAN
| |
15 | ოტაგო | ოტაგოს რეგიონული საბჭო | დანიდინი | სამხრეთი | 31 990 | 202 467 | NZ-OTA
| |
16 | საუთლანდი | საუთლანდის რეგიონული საბჭო | ინვერკარგილი | სამხრეთი | 34 347 | 93 339 | NZ-STL
| |
სულ | 157 734 | 1 004 400 | ||||||
(1) ამ რეგიონებს მართავს უნიტარული სამმართველო. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Quick Facts - Land and Environment : Geography - Physical Features. Statistics New Zealand (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 13 August 2012.
- ↑ ახალი ზელანდიის მოსახლეობის შეფასება (2013 წელი)[მკვდარი ბმული]
- ↑ Living Density: Table 1 დაარქივებული 2007-11-28 საიტზე Wayback Machine. , Housing Statistics, Statistics New Zealand. Accessed 25 January 2009. Areas are based on 2001 boundaries. Water bodies greater than 15 hectares are excluded.
- ↑ მოსახლეობის აღწერა (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-23. ციტირების თარიღი: 2014-09-06.