სამხრეთი ალპები, ახალი ზელანდიის ალპები (ინგლ. Southern Alps) — ქედი ახალ ზელანდიაში. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ თითქმის მთელ სამხრეთ კუნძულზე. მაქსიმალური სიმაღლე 3764 მ (კუკის მთა). უმთავრესად აგებულია კრისტალური ფილებით. არის მყინვარები. დასავლეთ კალთაზე მარადმწვანე ტყეებია, აღმოსავლეთ კალთაზე — გვალვაგამძლე ბუჩქნარი და ბალახეულობა.

სამხრეთი ალპები
კოორდინატები: 43°30′ ს. გ. 170°30′ ა. გ. / 43.500° ს. გ. 170.500° ა. გ. / -43.500; 170.500
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
უმაღლესი წერტილი კუკის მთა
სიმაღლე 3764 
ფართობი 36 705 კმ²
სიგრძე 361 კმ
სიგანე 312 კმ
სამხრეთი ალპები — ახალი ზელანდია
სამხრეთი ალპები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება