კენტერბერის რეგიონი
კენტერბერი (ინგლ. Canterbury Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულზე. ძირითადად შედგება კენტერბერის ვაკეებისა და გარსშემორტყმული მთებისგან. მთავარი ქალაქია კრაისტჩერჩი, სადაც განთავსებულია რეგიონული საბჭოს ადმინისტრაცია. ფუნქციონირებს კენტერბერის უნივერსიტეტი.
რეგიონი | |
---|---|
კენტერბერის რეგიონი ინგლ. Canterbury Region | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | კრაისტჩერჩი |
შიდა დაყოფა | Hurunui District, Waimakariri District, Christchurch City, Selwyn District, Ashburton District, Timaru District, Mackenzie District, Waimate District, Waitaki District და Kaikōura District |
კოორდინატები | 43°36′00″ ს. გ. 172°00′00″ ა. გ. / 43.60000° ს. გ. 172.00000° ა. გ. |
მმართველი | Margaret Bazley |
ფართობი | 45 346 კმ² |
მოსახლეობა | 539 436 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
![]() | |
გეოგრაფიარედაქტირება
რეგიონის ფართობია 45 346 კმ², მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარლბოროს რეგიონი, დასავლეთით უესტ-კოსტის, სამხრეთით კი ოტაგოს რეგიონები. აღმოსავლეთით გადის წყნარ ოკეანეზე. სამხრეთით გადაჭიმულია სამხრეთ ალპები.
დემოგრაფიარედაქტირება
2013 წლის მონაცემებით, კენტერბერის მოსახლეობა 539 436 ადამიანს შეადგენს და იგი ქვეყნის მეორე ყველაზე ხალხმრავალი რეგიონია ოკლენდის შემდეგ. მთავარი დასახლებული ცენტრია ქალაქი კრაისტჩერჩი.
ეკონომიკარედაქტირება
კენტერბერის რეგიონის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია სოფლის მეურნოებას, მრეწველობას, მეთევზეობას, მეტყევეობასა და ტურიზმს შორის. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ენერგორესურსები, როგორებიცაა ქვანახშირი და ჰიდროენერგია.[1]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Canterbury Regional Council (Ecan)
- Canterbury Biodiversity დაარქივებული 2010-10-30 საიტზე Wayback Machine.
- History at the Christchurch City Council
- Darfield Weather დაარქივებული 2012-11-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Wilson, John. (2 March 2009) Canterbury region: Industry. Te Ara Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 11 June 2010.