ტე-ანაუ (ინგლ. Lake Te Anau) — ტბა ახალ ზელანდიაში. მდებარეობს სამხრეთის კუნძულზე, ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლეზე. ფართობი 344 კმ², სიგრძე 65 კმ, სიგანე 10 კმ. უდიდესი სიღრმე 417 მ.[1] ახალი ზელანდიის ტბებს შორის ფართობით ტე-ანაუ მეორე ადგილზეა. სამხრეთი კუნძულის უდიდესი ტბა. ტე-ანაუს დასავლეთ ნაწილში გამოიყოფა სამი მოზრდილი ფიორდი. ზოგიერთი ფიორდის შესასვლელთან არის კუნძულები. ტბას ერთვის მრავალი მოზრდილი მდინარე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ეგლინტონი, რომელიც ტბას აღმოსავლეთი მხრიდან ერთვის.

ტე-ანაუ
ტე-ანაუს ტბა
ტე-ანაუს ტბა
კოორდინატები: 45°12′ ს. გ. 167°48′ ა. გ. / 45.200° ს. გ. 167.800° ა. გ. / -45.200; 167.800
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 210 
სიგრძე 65 კმ
სიგანე 10 კმ
ფართობი 344 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 417 
ჩამდინარე მდინარეები ეგლინტონი
კლინტონი
დუნი და სხვ.
ტე-ანაუს ტბა — ახალი ზელანდია
ტე-ანაუს ტბა

ტე-ანაუს ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი ტე-ანაუ. ტბის დასავლეთით აღმართულია ტყით შემოსილი ალპური ტიპის მთები, ხოლო აღმოსავლეთით გაშლილია სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები. ტე-ანაუს დიდი ნაწილი მოქცეულია ფიორდლანდის ეროვნული პარკის ფარგლებში. აქვეა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი — ტე-ვაჰიპაუნამუ. ტბის პირვანდელი სახელწოდება სავარაუდოდ არის „ტე-ანა-ო-პრენსი“ (მაორი ენა), რომელიც ნიშნავს „მოტრიალე მღვიმის წყალს“. აღნიშნული სახელწოდება უკავშირდება მღვიმეებს, რომლებიც გამომუშავებულია ტბის დასავლეთ სანაპიროსთან.

ევროპელთაგან პირველად ტბა მოინახულეს 1852 წელს. მიმდინარეობს თევზჭერა. განვითარებულია ტურიზმი.

მრავალფეროვანია ტბის ირგვლის არსებული ფლორა და ფაუნა. 1948 წელს ტბის სანაპიროსთან შეამჩნიეს იშვიათი მორბენალი ფრინველი — ტაკაჰე, რომელიც ამომწყდარ სახეობად მიიჩნეოდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lakes in New Zealand. Ministry for the Environment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2011-11-18.