ტასმანის მყინვარი
ტასმანის მყინვარი (ინგლ. Tasman Glacier) — ხეობის რთული ტიპის მყინვარი სამხრეთ კუნძულზე, ახალი ზელანდიაში. სიგრძე 27 კმ, ფართობი 101 კმ², სისქე 600 მ. მდებარეობს სამხრეთ ალპებში, კუკის მთის აღმოსავლეთ კალთებზე. მოქცეულია კუკის მთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ახალი ზელანდიის უდიდესი მყინვარია. ფირნის ხაზი გადის ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე. მყინვარის ენა ეშვება 600 მ-მდე. ენის ქვედა 8-9 კმ-იანი მონაკვეთი დაფარულია მორენით. 2200 მ-ის ზემოთ ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 7000 მმ აღწევს. უკან იხევს. 1973 წლისათვის ტასმანის მყინვართან არ ფიქსირდებოდა საბოლოოდ ჩამოყალიბებული ტბა, ხოლო 2008 წლისათვის, წარმოქმნილ ტბას ჰქონდა ზომები 7X2 კმ, ხოლო სიღრმე 245 მ. მყინვარი ბოლოს ტასმანის ტბაში პოულობს. კრაისტჩერჩის მიწისძვრის შედეგად 2011 წელს ტასმანის მყინვარს მოწყდა 30 მილიონი ტონა ყინული, რომელიც ტასმანის ტბაში მოექცა, რის შედეგადაც მოხდა ცუნამი. სახელი ეწოდა აბელ ტასმანის პატივსაცემად.
ტასმანის მყინვარი
| |
---|---|
Tasman Glacier | |
ტასმანის მყინვარი | |
კოორდინატები: 43°37′ ს. გ. 170°12′ ა. გ. / 43.617° ს. გ. 170.200° ა. გ. | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ფართობი | 101 კმ² |
სიგრძე | 27 კმ |
სისქე | 600 მ |
ტიპი | ხეობური |