ტასმანის ტბა
ტასმანის ტბა (ინგლ. Tasman Lake) — პროგლაციალური ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 727 მ სიმაღლეზე. ფართობი 1,95 კმ². 2008 წლის მდგომარეობით ტბის სიგრძე 7 კმ, სიგანე 2 კმ, ხოლო სიღრმე 245 მ აღწევდა. წარმოიქმნა ტასმანის მყინვარის უკან დახევის შედეგად. 1970-იან წლებში ტასმანის მყინვართან არსებობდა რამდენიმე პატარა გამდნარი წყლის ტბორი, რომლებიც 1990 წლისათვის გაერთიანდა და შედეგად წარმოიქმნა ტბა. ერთვის მდინარე მარჩისონი. ტასმანის ტბა და მყინვარი მოქცეულია კუკის მთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. სახელი ეწოდა ჰოლანდიელი ზღვაოსნის აბელ ტასმანის პატივსაცემად.
ტასმანის ტბა | |
---|---|
ტასმანის ტბა | |
კოორდინატები: 43°41′ ს. გ. 170°10′ ა. გ. / 43.683° ს. გ. 170.167° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 727 მ |
ფართობი | 1,95 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | >100 მ |
ჩამდინარე მდინარეები | მარჩისონი |