კუკის მთის ეროვნული პარკი

აორაკი/კუკის მთის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე, ქალაქ ტუიზელის მახლობლად. მის ტერიტორიაზე აღმართულია ახალი ზელანდიის უმაღლესი მწვერვალი — კუკის მთა. შეიქმნა 1953 წელს და მოიცავს ნაკრძალებს, რომლებიც 1887 წელზე ადრე დაარსდა როგორც მცენარეულობისა და ლანდშაფტის დაცული ტერიტორიები.[1]

კუკის მთის ეროვნული პარკი

Aoraki/Mount Cook National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა სამხრეთი კუნძული
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
კოორდინატები 43°44′ ს. გ. 170°06′ ა. გ. / 43.733° ს. გ. 170.100° ა. გ. / -43.733; 170.100
ფართობი 700 კმ²
დაარსდა 1953
მმართველი ორგანო ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი

გეოგრაფია

რედაქტირება

პარკი 700 კმ²-ს მოიცავს, საიდანაც 40% მყინვარებს უჭირავს. მათგან აღსანიშნავია კუკის მთაზე მდებარე ტასმანის მყინვარი.[1] პარკის ტერიტორიაზე აღმართულია ახალი ზელანდიის 3000 მეტრ სიმაღლეზე მეტი 20 მწვერვალი.

მთავარი წყალგამყოფის გასწვრივ ესაზღვრება უესტლანდ-ტაი-პოუტინის ეროვნული პარკი. ისინი ერთად აყალიბებენ ტე-ვაჰიპაუნამუს — თვალსაჩინო ბუნებრივი ღირებულებების მქონე არეალს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.[1]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

პარკში გავრცელებულია მცენარეთა 400-ზე მეტი და ფრინველთა 35-40 სახეობა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Aoraki/Mount Cook National Park. Department of Conservation. ციტირების თარიღი: 14 January 2012.