მანაპოური — ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე.[1] მდებარეობს ფიორდლანდის ეროვნულ პარკში, რომელიც თავის მხრივ უფრო დიდი ტე-ვაჰიპაუნამუს რეგიონის შემადგენლობაში შედის. ეს უკანასკნელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

მანაპოურის ტბა
Lake Manapouri
კოორდინატები: 45°30′ ს. გ. 167°30′ ა. გ. / 45.500° ს. გ. 167.500° ა. გ. / -45.500; 167.500
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 177,8 
სიგრძე 28 კმ
ფართობი 142 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 170 კმ
მაქსიმალური სიღრმე 444 
აუზის ფართობი 1 388 კმ²
ჩამდინარე მდინარეები უაიაუ
გამომდინარე მდინარე უაიაუ
მანაპოური — ახალი ზელანდია
მანაპოური

მაორის ენაზე ტბის სახელი ითარგმნება როგორც „მოწყენილი გულის ტბა“.

გეოლოგიური თვალსაზრისით, ტბა მყინვარული წარმოშობისაა. წარმოიქმნა დაახლოებით 20 000 წლის წინ, გიგანტური მყინვარის მოწყვეტის შედეგად.[2] ფართობი ამჟამად 142 კმ²-ია, სიღრმე 444 მ და ამ მხრივ მეორე ყველაზე ღრმა ტბაა ქვეყანაში.[1][3]

ტბაში მდებარეობს 34 კუნძული, რომელთაგან 22 ტყითაა დაფარული. ჩაედინება და შემდეგ გამოედინება მდინარე უაიაუ.[1][4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Peat, N. (1994). Manapouri Saved: New Zealand’s first Great Conservation Success Story. Longacre Press. 
  2. Johnson, P.N (1978). „Holocene Plant Remains from the shores of Lake Manapouri, New Zealand“. New Zealand Journal of Botany. 16: 141.
  3. Mark, A.F (2001). „Integrating Nature Conservation with Hydro-Electric Development of Lakes Manapouri and Te Anau, New Zealand: an exercise in complexity“. Complexity International. 8.
  4. Mark, M.F; Turner, K.S; West, C.J (2001). „Integrating Nature Conservation with Hydro-Electric Development: Conflict Resolution with Lakes Manapouri and Te Anau, Fiordland National Park, New Zealand“. Lake and Reservoir Management. 17 (1): 1–25.