თხმორი
სოფელი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
თხმორი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნამანევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
თხმორი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნამანევი |
კოორდინატები | 42°29′29″ ჩ. გ. 42°55′57″ ა. გ. / 42.49139° ჩ. გ. 42.93250° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
მოსახლეობა | 36[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაწყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. თხმორში მიკვლეულია სპილენძისა და ბრინაჯაოს ნაკეთობათა განძი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 87 | 38 | 49 |
2014[1] | 36 | 22 | 14 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 33.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.