თხმორის განძი
თხმორის განძი, ძვ. წ. XI-IX საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც 1953 წელს შემთხვევით აღმოჩნდა სოფ. თხმორში (ამბროლაურის რაიონი). თიხის შავპრიალა დაზიანებულ დერგში ეწყო გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ნივთები, რომელთაგან შემორჩა 5 სახის სხვადასხვა ზომის თოხი და მათი ნატეხები (20 ც.), 6 სახეობის სეგმენტისებრი იარაღი (20 ც.), სატევრის პირის ფორმის მინიატურული საკიდები (13 ც.), ორყურა კელტი (1 ც.), რაც საწარმოო ძალთა განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ღამბაშიძე ო., თხმორის განძი, თბ., 1963;
- ღამბაშიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 33-34.