თრანი
თრანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე თრანულის (ივრის აუზი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
თრანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ღულელები |
კოორდინატები | 41°56′14″ ჩ. გ. 44°58′16″ ა. გ. / 41.93722° ჩ. გ. 44.97111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1080 მ |
მოსახლეობა | 88[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,7 % რუსები 2,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი თრანი ადრინდელ შუა საუკუნეებში დიდ აღმავლობას განიცდიდა. აქ აღმოჩენილი ნამოსახლარები და სამაროვნები ადასტურებენ, რომ ერწო ეს ნაწილი საკმაოდ დიდხანს მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. სოფელი ადრე კახეთის სამთავროში შედიოდა. თრანი ქართული წერილობით საისტორიო წყაროებში X საუკუნიდან („ერწოს საკათალიკოსო გამოსაღების ნუსხაში“) მოიხსენიება და სოფლის მნიშვნელოვანი წილი სვეტიცხოვლის მონასტერს მიეკუთვნებოდა. საქართველოს ერთიანობის ხანაში (XII-XIII საუკუნეები) სოფელი გარკვეულ აღმავლობას განიცდიდა. მონღოლთა ლაშქრობის დროს ყაზან-ყაენმა ერწო-თიანეთის სხვა სოფლებთან ერთად თრანიც დაარბია. ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ სოფელი კახეთის სამეფოშია. XVII საუკუნის დასაწყისში, შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს, სოფელი მოსახლეობისგან დაცლილა. XVII საუკუნიდან თრანში დაიწყო ქართველ მთიელთა მიგრაციის პროცესი, რომელიც XIX-XX საუკუნეებშიც გრძელდებოდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში სოფელი სახასო საკუთრება იყო და იქიდან გამოყვანილი ლაშქარი რუსთველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 88 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 115 | 56 | 59 |
2014[1] | 88 | 46 | 42 |
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 386.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 698.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II