თამარ ჩუგოშვილი (დ. 11 აგვისტო, 1984, ქ. გურჯაანი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, 2010-2012 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2019 წლის 21-25 ივნისს ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას. 2019 წლის ნოემბერში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივნისი, 2019 – ნოემბერი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 2019 – 25 ივნისი, 2019
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე
წინამორბედიირაკლი კობახიძე
მემკვიდრეარჩილ თალაკვაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 21 ივნისი, 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე

დაბადებული11 აგვისტო, 1984 (1984-08-11) (40 წლის)
გურჯაანი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (2019-მდე)
პროფესიაიურისტი, პოლიტიკოსი

განათლება

რედაქტირება

2001-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2014-2015 წლებში სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში.

თამარ ჩუგოშვილს სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სხვადასხვა საკონკურსო პროგრამები: ჰარვარდის კენედის სკოლის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პროგრამა „ჰარვარდის მოედნიდან - ოვალურ კაბინეტამდე“ (ოქტომბერი, 2014 - მაისი, 2015, კემბრიჯი, აშშ.); აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (ვაშინგტონი, აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკა, 2010).

სამუშაო გამოცდილება

რედაქტირება

2010-2012 წლებში თამარ ჩუგოშვილი იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, იმავე პერიოდში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ — 32 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი კოალიციის თავმჯდომარე და 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მმართველი კომიტეტის წევრი.

2013-2014 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის მთავარი საკონტაქტო პირი საქართველოს მთავრობასთან. თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების ავტორია.[1]

2016 წლიდან თამარ ჩუგოშვილი იყო პარტია - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს საერთაშორისო მდივანი, 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელი,[2] საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი. 2017 წლიდან - ქალ პოლიტიკურ ლიდერთა ქსელის (WPL) ელჩი საქართველოში.

2019 წლის ნოემბერში დატოვა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

რეფორმები

რედაქტირება

უფლებების დაცვის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება

რედაქტირება

თამარ ჩუგოშვილის სახელს უკავშირდება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება. 2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რასაც მალე მოჰყვა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის) შემუშავება.[4] კოორდინაციისა და მონიტორინგისთვის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი — ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო.[5] საბჭო არის მაღალი რანგის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ყველა რელევანტური მხარის თავმოყრას კონკრეტულ საკითხებზე სამსჯელოდ.

საკონსტიტუციო რეფორმა

რედაქტირება

თამარ ჩუგოშვილი აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში (2017-2018),[6] როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი და საკონტაქტო პირი ვენეციის კომისიასთან, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონებთან დაკავშირებით ორი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი და საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც 2018 წელს დამტკიცდა, საქართველო პასუხობს საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკის ყველა მოთხოვნას და ადამიანის უფლებები გაცილებით მაღალი სტანდარდით არის დაცული.[7]

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი

რედაქტირება

თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმას. პარლამენტის ახალი რეგლამენტი, 2018 წლის დეკემბერში იქნა მიღებული და უზრუნველყოფს საპარლამენტო საქმიანობის საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობას.[8]

საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი

რედაქტირება

თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია პარლამენტის კვლევით/ანალიტიკური ქმედუნარიანობის გაძლიერება, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა.[9][10]

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო

რედაქტირება

თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის მთავარი მიზანი გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა.[11]

საბჭო ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ის აგრეთვე პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებაზე. საბჭო ახდენს საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს და ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.[12]

თამარ ჩუგოშვილის თავმჯდომარეობის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭომ:

  • დაამტკიცა სამოქმედო გეგმები და კომუნიკაციის სტრატეგია;[13]
  • მოამზადა საბაზისო კვლევა გენდერული პოლიტიკის წარმოების ხელშეწყობისთვის;
  • დაიწყო კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასების (GIA) ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს პარლამენტში;
  • ხელი შეუწყო გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნას და გაუმჯობესებას, კერძოდ:

მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივები ქალთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაძლიერებისთვის, ხოლო, საბჭოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სექსუალური შევიწროების რეგულირებაზე მიიღო საქართველოს პარლამენტმა და, შესაბამისად, სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი გახდა.

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის და, შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაზრდილი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, საბჭომ დაიწყო თემატური მოკვლევების პროცედურა, რაც გულისხმობს აქტუალური საკითხის შესწავლასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას, რეკომენდაციების გაცემას შესაბამისი უწყებებისთვის.

თამარ ჩუგოშვილი აქტიურად უჭერს მხარს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას და საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობს ცნობიერების ასამაღლებელ მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში.[14]

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო

რედაქტირება

თამარ ჩუგოშვილი არის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს საბჭოში შექმნილ სამუშაო ჯგუფს - „პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით“. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ხელს უწყობს პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის უკეთესი მექანიზმების ჩამოყალიბებასა და კერძო სექტორის მეტ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.[15] კერძოდ, შეიქმნა დაინტერესებულ პირთა რეესტრი (კერძო სექტორი - ბიზნეს ასოციაციები) და რეგისტრირებულ პირებს საშუალება ექნებათ საწყის ეტაპზევე მიიღონ ინფორმაცია იმ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ბიზნეს სექტორის საქმიანობაზე.[16]

ნაშრომები და პუბლიკაციები

რედაქტირება

თამარ ჩუგოშვილი არის ავტორი ნაშრომებისა: მართლმსაჯულება საქართველოში (2010);[17] უმაღლესი აუდიტის სამსახურის კონცეფცია (2008); საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (2008);[18] პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგი; ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში (2007).[19]

აღიარებები

რედაქტირება
  • თამარ ჩუგოშვილს მიღებული აქვს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ჯილდო „გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის“ (2018 წ.).[20]
  • ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) - თამარ ჩუგოშვილს მიღებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID).[21]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020
  2. სამოქმედო გეგმები
  3. ჩუგოშვილმა, ცქიტიშვილმა, ხულორდავამ და ქაცარავამ უმრავლესობა და ქართული ოცნება დატოვეს. on.ge (14 ნოემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2020.
  4. საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2014-2015
  5. ადამიანის უფლებათა დაცვის
  6. პარლამენტი ზამთარი 2017
  7. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-24. ციტირების თარიღი: 2019-07-21.
  8. In The Arena – Episode 32: Tamar Chugoshvili. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-21. ციტირების თარიღი: 2019-07-21.
  9. პარლამენტი შემოდგომა 2018
  10. თამარ ჩუგოშვილის ორი წლის საქმიანობის ანგარიში (2017-2018)[მკვდარი ბმული]
  11. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შესახებ
  12. გენდერული თანასწორობის საბჭო 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა
  13. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო - კომუნიკაციის სტრატეგია (2018-2020)
  14. პარლამენტი გაზაფხული 2018
  15. პარლამენტი ზაფხული 2018
  16. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს განცხადება
  17. მართლმსაჯულება საქართველოში
  18. საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი
  19. ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში
  20. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობა იზრდება
  21. თამარ ჩუგოშვილს გენდერული თანასწორობის კუთხით ინიციატივების განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა