თამარ ოქროპირიძე

ქართველი ექიმი და მეცნიერი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თამარ ოქროპირიძე (დ. 17 აპრილი, 1964, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

თამარ ოქროპირიძე
დაბ. თარიღი 17 აპრილი, 1964(1964-04-17) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი.

1981-1983 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პრეპარატორი. 1988-1989 წლებში რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი. 1989-1994 წლებში თბილისის №3 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი. 1994-1995 წლებში თბილისის №9 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი. 1995-1997 წლებში სდასუს სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი. 1997-2002 წლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 2002 წლიდან საასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2004-2009 წებში თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი, 2010-2017 წლებში ამავე პროგრამის დირექტორი. 2013 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. მონაწილეობას ღებულობს სამეცნიერო საგრანტო პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. არის აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის კოორდინატორი სათაურით „ოსტეოპლასტიური მასალების გამოყენება პაროდონტოლოგიაში“. 91 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან — 4 სახელმძღვანელო, 2 პატენტი, 3 საავტორო უფლება, რომელთაგან ერთი არის სასწავლო კომპიუტერული პროგრამა სტუდენტებისათვის თერაპიულ სტომატოლოგიაში, რეფერირებად ჟურნალებში დაბეჭდილია 42 სამეცნიერო ნაშრომი. 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 9 საკანდიდატო დისერტაციის ოპონირება, ექსპერტიზა, რეცენზირება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პერიოდონტიტების მკურნალობა ლაზერის სხივების გამოყენებით“, დაიცვა 1995 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ოსტეოგენეზის მასტიმულირებელი საშუალებებისა და პლაზმური თერაპიის გამოყენება პერიოდონტიტებისა და პაროდონტიტის კომპლექსურ მკურნალობაში და მათი თერაპიული ეფექტების მორფოფუნქციური კორელაცია“, დაიცვა 2004 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ინოვაციური მიდგომა უმაღლესი სკოლის სასწავლო პროცესში: როგორ ვასწავლოთ უკეთ თერაპიული სტომატოლოგიის საფანტომო კურსი, თბილისი, 2012, გვ. 186
  • თერაპიული სტომატოლოგია: სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდენტ-სტომატოლოგთათვის და ამ პროფილის პრაქტიკოს-ექიმთათვის, თბილისი, 2001, გვ. 424

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 231

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება