თაგვისარა (გვარი)
თაგვისარა (ლათ. Ruscus) — მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი, დაბალი, მარადმწვანე მხოხავფესურიანი ბუჩქბალახებია. ყლორტები ფოთლისებრ, ზოგჯერ ეკლიან ფილოკლადიუმებად აქვთ გარდაქმნილი,[1] თვითონ ფოთოლი კი ძალიან წვრილი და ქერქლისებრია, ზის ფილოკლადიუმის ძირში.[2] აქვს წვრილი, მწვანე, ერთსქესიანი ყვავილები; სფერული, ხორცოვანი წითელი კენკრა ნაყოფი.[1]
თაგვისარა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ruscus aculeatus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Ruscus Tourn. ex L., 1753 | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
| |||||||||||||
|
5-6 (ზოგი წყაროთი 9[1]) სახეობა გავრცელებულია აზორის, კანარისა და მადეირის კუნძულებზე, აგრეთვე დასავლეთ ევროპაში, ყირიმსა და კავკასიაში. იზრდება მთის ტყეებში, ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე. ზოგჯერ ქმნის რაყას.[2] საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: საკუთრივ თაგვისარა ანუ პონტოური თაგვისარა (R. aculeatus), რომელიც იზრდება აფხაზეთის, სამეგრელოს, იმერეთის და ქართლის ტყის ქვედა სარტყლის ტყესა და ბუჩქნარში; და ძმერხლი ანუ კოლხური თაგვისარა (R. colchicus), რომელიც გავრცელებულია აფხაზეთის, აჭარისა და ქართლის ტყესა და ბუჩქნარში.[1]
ყველა სახეობას დეკორატიულ მცენარედ იყენებენ. ძმერხლის ნაყოფი იჭმევა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 გურგენიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 418–419.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 558.