ფილოკლადიუმი (ბერძ. φύλλων — ფოთოლი და κλάδος — ტოტი, ყლორტი) — მცენარის სახეცვლილი ღერო, რომელსაც ფოთლის ფორმა აქვს და ფოტოსინთეზის ფუნქციას ასრულებს, ნამდვილი ფოთლები კი რედუცირებულია ქერქლებად. ფილოკლადიუმის ზედაპირზე ან კიდეებზე ვითარდება ყვავილები. მცენარეთა მორფოლოგების ერთი ნაწილი ფილოკლადიუმს აკუთვნებს მხოლოდ იმ გაბრტყელებულ ფოთლისმაგვარ ღეროებს, რომლებიც ადრე ამთავრებენ ზრდას, ხოლო თუ ზრდის პროცესი გრძელდება, მას კლადოდიუმს, უწოდებენ. სხვანი ფილოკლადიუმს კლადოდიუმის სინონიმად თვლიან. ჩვეულებრივ მცენარის ყველა ყლორტი არ გარდაიქმნება ფილოკლადიუმად. ფილოკლადიუმი დამახასიათებელია შროშანისებრთა (თაგვისარა, ძმერხლი, სატაცური), კაქტუსისებრთა (ოპუნცია, ფილოკაქტუსი) და სხვა ოჯახების ზოგიერთ წარმომადგენლისათვის.

თაგვისარა

ლიტერატურა რედაქტირება