ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა (დ. 12 მარტი, 1937, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 18 სექტემბერი, 2017[1], მოსკოვი, რუსეთი) — ოპერის მომღერალი, ტენორი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979), პედაგოგი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (1965–1974), მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (1974–2017), ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.[2]

ზურაბ სოტკილავა

ზურაბ სოტკილავა
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ზურაბ სოტკილავა
დაბ. თარიღი 12 მარტი, 1937
დაბ. ადგილი სოხუმი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
წარმოშობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
საქართველოს დროშა საქართველო
გარდ. თარიღი 18 სექტემბერი, 2017 (80 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა ოპერის მოღერალი
ზურაბ სოტკილავა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ სოტკილავა 1937 წელს სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის შემდეგ სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. 1965 წელს დაასრულა თბილისის კონსერვატორიის პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი. 1965–1974 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. 1966–1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ სტაჟიორად. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი.

გააჩნდა ფართო და მრავალფეროვანი საკონცერტო რეპერტუარი. მისი შესრულება გამოირჩეოდა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით.

ზურაბ სოტკილავა არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის — „ოქროს ორფევსი“ (სოფია, 1968), ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის მეორე პრემია,[3] ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983) და სხვ.

1975 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის კონსერვატორიაში.

აფხაზეთის ომის შემდეგ გამოირჩეოდა მტკიცე სამოქალაქო პოზიციით, — ინტერვიუებსა და საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩავა სოხუმში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველას შეეძლება ჩასვლა. [4]

საოპერო პარტიები

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
Belcanto.ru · Biograph.ru · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Mosconsv.ru · MusicBrainz · Ria.ru · ТАСС
ვიდეო
YouTube