ზვანდრიფში
ზვანდრიფში — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აკვასქემწა, ალაჰაშხუ, ბაალარხვა). მდებარეობს მდინარე მჭიშთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 150 მ, გუდაუთიდან 12 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მეჩაიეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 366.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 517.