ზემო მაჩხაანი
სოფელი საქართველოში
ზემო მაჩხაანი[3][4] — სოფელი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 22 კილომეტრით. სოფელი მდებარეობს დედოფლისწყარო-სიღნაღის გზატკეცილზე. სოფელში დგას XVIII საუკუნის ბოლოს აშენებული მთავარანგელოზთა ეკლესია. 1955 წელს სოფელში აშენდა კულტურის სახლი. სოფელში მოქმედებს ბიბლიოთეკა.
სოფელი | |
---|---|
ზემო მაჩხაანი | |
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო მაჩხაანი |
კოორდინატები | 41°34′03″ ჩ. გ. 45°57′05″ ა. გ. / 41.56750° ჩ. გ. 45.95139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1826[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1605[2] |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1826 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 2794 | 1308 | 1486 |
2014[1] | 1826 | 885 | 941 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი[6]:
- ზემო მაჩხაანის აკაკიანთხევის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- ზემო მაჩხაანის აკაკიანთხევის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი;
- არმათიონი — არქიტექტურული ძეგლი;
- ზემო მაჩხაანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი;
- ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- მწარეწყლის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი;
- ზემო მაჩხაანის ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი;
- ოლეს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი;
- საჯოგეხევის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- ფურცელწყლის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- ფურცელწყლის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი;
- ზემო მაჩხაანის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- ზემო მაჩხაანის წმინდა ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- ზემო მაჩხაანის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 509.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ http://georgianpost.ge/
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 73.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 45.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 276-289.