ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ზეველი)

ძველი (ყოფილი: ზველი, ზეველი, ზემო ველი, ზრზველი) — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭობარეთი).[1] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1460 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 13,5 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა, ბაზალტის და ტუფის ქვა.

სოფელი
ძველი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი ძველი
კოორდინატები 41°34′47″ ჩ. გ. 43°09′08″ ა. გ. / 41.57972° ჩ. გ. 43.15222° ა. გ. / 41.57972; 43.15222
ადრეული სახელები ზველი, ზეველი, ზემო ველი, ზრზველი
ცენტრის სიმაღლე 1460
მოსახლეობა 371[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — ასპინძის მუნიციპალიტეტი
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

სახელწოდების ეტიმოლოგია

რედაქტირება

სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. პირველის მიხედვით, სახელწოდება „ზველი“, გამომდინარეობს სიტყვა „ძველი“-დან, იქ არსებული ძველი ეკლესიისა და სამოსახლოს ნიშნად, ხოლო მეორე ვერსია, ადგილმდებარეობასთან არის დაკავშირებული და წარმოადგენს „ზედა ველის“ შეკვეცილ ვარიანტს[2].

მატერიალური-კულტურის ძეგლები

რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია X საუკუნის ორნავიანი ეკლესია — ზველის წმინდა გიორგის ეკლესია.

სოფლის მახლობლად რამდენიმე წყაროა: წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთით გამეჩხრებულ ტყეში ეკლესიიდან დაახლოებით 2 კმ-ში „თეთრა წყაროსაგან“ მოშორებით მოედინება „მონათული წყარო“. წყარო აღმოსავლეთიდან გამოედინება და იქვე ბუნებრივ წყლის შემკრებ მცირე აუზში გროვდება. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დიდი ზომის ქვები აქვს შემოზღვრული.

არქეოლოგიური აღმოჩენა

რედაქტირება

2019 წელს სოფელ ძველში, გორა-ნამოსახლარ რაბათზე საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა, ეროვნული მუზეუმის განმარტებით, კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის. გარდა ამისა, ნამოსახლარის მიდამოებში აღმოჩენილია სამარხები და ყორღანები. აქვეა აღმოჩენილი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ სარიტუალო ჭურჭელი. სპეციალისტების განმარტებით, ეს აღმოჩენები მიუთითებენ იმაზე, რომ სოფელ ზველის ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანაში არსებობდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი. რაბათის გორა-ნამოსახლარზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით[3].

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 371 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 535[4]
2014 371  

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ი. ელიზბარაშვილი, „ზველის (ძველის) წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 484
  3. რაბათის ნამოსახლარზე 50 საუკუნის წინანდელი, კავკასიაში აქამდე უცნობი ნაგებობები აღმოაჩინეს
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.