ზველის რაბათი — ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბედიანაშვილი) აწარმოებს არქეოლოგიურ კვლევებს. რაბათი წარმოადგენს გორა-ნამოსახლარს, რომელსაც გააჩნია სასიმაგრო სისტემა. მასზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით[1].

2019 წელს რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილია დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის. რაბათის ნამოსახლარის მიდამოებში აღმოჩენილია სამარხები და ყორღანები; საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ვხდებით სარიტუალო დანიშნულების არტეფაქტებს, როგორიც არის მაგალითად ცხოველისგამოსახულებიანი სადგრები და სხვა, რომელთა ანალოგები ჩვენს რეგიონში დღემდე არ არის აღმოჩენილი. იგივე სურათია მომდევნო პერიოდის ფენებშიც, აქ აღმოჩნდა დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ სარიტულო ჭურჭელი[2].