ზარნა

სოფელი აზერბაიჯანში, კახის რაიონში

ზარნა (აზერ. Zərnə) — სოფელი აზერბაიჯანში, შაქი-ზაქათალის რეგიონის კახის რაიონში. მოსახლეობის რაოდენობა — 762 კაცი. სოფელში არსებობს ძველი ქრისტიანული ტაძარი — ზარნის ეკლესია.

სოფელი
ზარნა
აზერ. Zərnə
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი შაქი-ზაქათალა
რაიონი კახი
კოორდინატები 41°30′38″ ჩ. გ. 46°49′05″ ა. გ. / 41.51056° ჩ. გ. 46.81806° ა. გ. / 41.51056; 46.81806
მოსახლეობა 762 (2014)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ზარნა — აზერბაიჯანი
ზარნა

გეოგრაფია

რედაქტირება

სოფელი მდებარეობს კავკასიონის ძირში, კახიდან 18 კმ-ის მოშორებით, ზაქათალის ძველ გზაზე და სამი მხრიდან გარშემორტყმულია მთებით.

XII საუკუნეში იხსენიება ციხე-სიმაგრე ძერნა, რომელიც დავით აღმაშენებელმა აიღო. ზარნის (ზარის) ეკლესია იხსენიება 1310 წლით დათარიღებულ წყაროში. 1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა სოფელი ზარნა დაუმტკიცა ელისუს სულთანს ალი-სულთან ბეგს.[2]

XVIII საუკუნის 20-იან წლებში სოფელში დაღესტნიდან და შაქიდან წამოსული წახები დასახლდნენ, რომლებიც აქ ბრინჯის მოყვანი იყვნენ დაკავებული. ზოგიერთი ცნობით, სოფლის სახელწოდება მოდის არაბული სიტყვა zər-იდან, რაც ნიშნავს დარგვას, ხოლო -nə დამატებით აღნიშნავს „დარგვის ადგილს“.[3]

მოსახლეობა

რედაქტირება
  • 1869 წელს აღწერილი და 1872 გამოქვეყნებული ტფილისის გუბერნიისა და ზაქათალის ოკრუგის მოსახლეობის აღწერაში აღნიშნულია, რომ იმ დროისთვის ილისუს რაიონის შემადგენლობაში შემავალი სოფელ ზარნაში ცხოვრობდა 94 ოჯახი, ძირითადად ლეზგებით და წახებით დასახლებული.[4] აღსანიშნავია, რომ ეთნიკურად თურქები და დაღესტნელებიც საერთო სახელით — ლეზგებით იყვენენ ჩაწერილი.
  • სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანელები არიან, მცირე ნაწილი კი წახები.
  • 2009 წლის 13-22 აპრილს ჩატარებული აზერბაიჯანის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში, ლექეთთან ერთად, 2603 კაცი (1274 მამაკაცი, 1329 ქალი) ცხოვრობდა.
  • 2012 წლის 1 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, სოფელში 747 კაცი ცხოვრობდა.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. http://qax-ih.gov.az/page/23.html
  2. ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 84.
  3. Azərbaycan Toponimlərinin Ensiklopedik Lüğəti. Azərbaycan Milli Elmlər Akademiyası. Nəsimi adına Dilçilik İnstitutu. Şərq-qərb Bakı-2007. səh.427
  4. Военный обзор Тифлисской Губернии и Закатальского округа, составлен подполковником Генерального штаба В. Н. Филиповым. Воспроизведено в оригинальной авторской орфографии издания 1872 года (издательство "Санктпетербург: Товарищества "Общественная польза""), стр. 168
  5. Qax Rayon İcra Hakimiyyəti: İcra Hakimiyyəti: Bələdiyyələr: Qax rayonu inzibati ərazi dairələri üzrə nümayəndəliklər və bələdiyyələr haqqında məlumat—yoxlanılıb: 25.11.2014