ძერნა — ციხესიმაგრე და ქალაქი შუა საუკუნეების ისტორიის პერიოდში, მოიხსენიებს „ქართლის ცხოვრებაში“ შესული „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“. ლოკალიზდება ჰერეთში[1], დღევანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონის სოფელ ზარნის მახლობლად.

ვიკიციტატა
„ოდეს სამშჳლდე და ძერნა აიღეს, ქრონიკონი იყო სამას ოცდაათი[2][3]

წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ დავითს ქალაქი ძერნა აუღია 1110 წელს სამშვილდის ციხესთან ერთად. საისტორიო წყაროებში პრაქტიკულად მეტი ინფორმაცია არ არსებობს აღნიშნული ციხე ქალაქის შესახებ.

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ., 2012, გვ. 304-305 ჩანართი
  2. ქართლის ცხოვრება, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი
  3. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თბ., 1965, გვ. 197