ზარნის ეკლესია
ზარნის ეკლესია — ძველი ქრისტიანული ტაძარი დღევანდელ აზერბაიჯანში, კახის რაიონში, სოფელ ზარნასთან (ძველი ზარი). აღმართულია კახი-ზაქათალის დამაკავშირებელ ძველ გზასთან მდებარე მთის წვერზე, ტყეში. ცნობილია ფერი-ყალას სახელითაც.
ზარნის (ძვ. ზარის) ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°30′ ჩ. გ. 46°48′ ა. გ. / 41.500° ჩ. გ. 46.800° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | კახი |
ადგილმდებარეობა | ზარნა |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | კახისა და ქურმუხის ეპარქია |
წყაროებიდან მოიხსენიება ე.წ. მაღალაშვილისეული ოთხთავის 1310 წლის მინაწერში, საიდანაც ირკვევა რომ იგი წმინდა მთავარ-მოწამის, გიორგის სახელობის ყოფილა და მხარეში მოგზაურობის დროს, სხვა სავანეებთან ერთად მოუნახულებია პატრიარქ ექვთიმეს.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ზარნის ეკლესია“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტფილისი, 1894 წ., გვ. 205